მთავარი > ISO 9001:2008
ISO 9001:2008

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სავალდებულო ინსტრუმენტების (საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, 1974 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, რეგულაცია I/8) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა საზღვაო ადმინისტრაციებში, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციების ეფექტური მართვისა და რისკების სწორი ანალიზისთვის.

აღნიშნულის მისაღწევად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იყო ერთ-ერთი პირველი საჯარო სამსახური, რომელმაც 2012 წელს დანერგა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის მართვის სისტემა და 2015 წელს კიდევ ერთხელ 3 წლის ვადით მოიპოვა ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი საერთაშორისო ორგანიზაცია "TÜV SÜD Management Service GmbH"-ისგან, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში, მიუნხენში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ყოველწლიურად ტარდება გარე სადამკვირვებლო აუდიტი სასერტიფიკაციო ორგანიზაციის მიერ, რათა დადასტურდეს დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან.