მთავარი > მეზღვაურის წიგნაკი
მეზღვაურის წიგნაკი

მეზღვაურის წიგნაკი წარმოადგენს მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც ასევე შეიტანება მონაცემები მეზღვაურის გემზე შრომითი საქმიანობის, ნაოსნობის სტაჟისა და მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ. იგი გაიცემა მეზღვაურის პირადობის მოწმობის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C185 კონვენციის შესაბამისად, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ მოახდინა 2014 წლის ოქტომბერში.

მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა არის 5 წელი, მისი გაცემის დღიდან. თუ მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა ამოიწურება მეზღვაურის გემზე ყოფნის დროს, გემის კაპიტანის/გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის წერილობითი მიმართავის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა გაგრძელოს  იმ პერიოდით, რაც აუციელბელია გემის მისასვლელად პირველივე ნავსადგურამდე. მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს წერილის საფუძველზე.

 პირები, რომელზეც გაიცემა მეზღვაურის წიგნაკი :

  1. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურები;
  2. მეზღავაური, რომელსაც მიღებული აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა;
  3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, მუდმივი პირადობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის მქონე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე;
  4. საზღვარგარეთ არსებულ იმ უმაღლეს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე; 
  5. საქართველოში რეგისტრიებული სანაოსნო (საკრუინგო) კომპანიის სუპერინტენდატზე;
  6. გემის პერსონალის წევრზე.                       
  7. სააგენტოს მოსამსახურეზე, რომლის სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშრებულია გემის ტექნიკური ექსპლუატაციისა და  ნაოსნობის უსაფრთხოების ზედამხეველობასთან;

წიგნაკის მიღების უფლების მქონე პირი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას,  სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი ორიგინალთან ერთად.
  2. ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის ორიგინალის წარდგენით;
  3. მეზღვაურთა განათლებისა და სერთიფიცირების შესახებ „ საქართველოს კანონის მოთხოვნითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ცნობას მეზღვაურის ჯამრთელობის მდგომარეობის,  სქესის, სიმაღლის, თვალის ფერისა და განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნების შესახებ;
  4. ორი ბიომეტრიული სურათი 30X40 მმ დაბეჭდილი;
  5. საზღვაო დიპლომის/მოწმობის ან და კომპეტენციის სერტიფიკატის ასლი ორიგინალის წარდგენით (გარდა სტუდენტების, პერსონალის წევრებისა და სუპერინტენდანტებისა);
  6. არსებული მეზღვაურის წიგნაკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  7. სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

სტუდენტმა მე-3 პუნქტის ნაცვლად უნდა წარმოადგინოს:

  1. საზღვაო სასწავლების წერილობითი შუადმდგომლობა ამ სასწავლებლის სტუდენტებზე მეღვაურის წიგნაკის გაცემის შესახებ -  იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე;                 

პერსონალის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები:

  1. მეზღვაურთა წიგნაკის გაცემის შესახებ ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  2. ხელშეკრულების ასლი ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მოთხოვნის წერილი, თუ მაძიებელი გემზე მიდის პერსონალის წევრად;

სუპერინტენდანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა ამ კომპანიის სუპერინტენდანტზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შესახებ – იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულმა პირმა უნდა შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები ამ სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის გემზე;

მეზღავურის წიგნაკის საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის:

  • მე- 10 სამუშაოს დღეს - 47 ლარი;
  • მე-5 სამუშაო დღეს 80 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს 95 ლარი;
  • 24 საათის განმავლობაში 140 ლარი;
  • იმავე დღეს - 165 ლარი.

მეზღავურის წიგნაკის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის:

  • მე- 10 სამუშაოს დღეს - 190 ლარი;
  • მე-5 სამუშაო დღეს - 420 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს - 480 ლარი;
  • 24 საათის განმავლობაში - 560 ლარი;
  • იმავე დღეს - 590 ლარი.