მთავარი > კითხვები
კითხვები

1.  არის თუ არა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სერტიფიცირებული ISO 9001 სერიის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე?

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად სასერტიფიკაციო ორგანო TUV SUD-ის მიერ.

2.  რომელ სამედიცინო დაწესებულებას შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება გასცეს მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება?

ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დააკმაყოფილებს  მითითებულ მოთხოვნებს უფლებამოსილია გახდეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. 

3.  რომელ ექიმს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება გასცეს მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება?

ნებისმიერი ექიმი, რომელიც მუშაობს საზღვაო ტრანსპორტის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში და  რომელიც დააკმაყოფილებს  მითითებულ მოთხოვნებს უფლებამოსილია გახდეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული უფლებამოსილი ექიმი შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ.

4.  აკმაყოფილებს თუ არა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა მეზღვაურთა შრომის კონვენცია 2006-ის მოთხოვნებს?

მეზღვაურის სამედიცინო მოწმობაში გათვალისწინებულია მეზღვაურთა შრომის კონვენცია 2006-ის ყველა მოთხოვნა. 

5.  არის თუ არა აუცილებელი საკრუინგო კომპანია იყოს აღიარებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ?

დღეისათვის საკრუინგო კომპანიის აღიარება ნებაყოფლობითია. 

6.  როგორ შეიძლება გახდეს საკრუინგო კომპანია აღიარებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ?

საკრუინგო კომპანიამ უნდა შემოიტანოს  მითითებული შევსებული განაცხადი, რისი განხილვის შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება საკრუინგო კომპანიის აღიარების თაობაზე.

7.  როდის უნდა მიაწოდოს გემმა სსსც-ს Sailing Plan-ი?

6 საათით ადრე GEOREP ანგარიშგების რაიონში შემოსვამდე თუ გემი მოემართება ბოსფორიდან ან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან. თუ გემი მოდის თურქეთის შავი ზღვისპირა ნავსადგურებიდან და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვისპირა ნავსადგურებიდან დაუყოვნებლივ ნავსადგურიდან გამოსვლისას.

8.  როდის უნდა მიაწოდოს გემმა სსსც-ს Final Report-ი?

Final Report (FR) გამოიყენება GEOREP ანგარიშგების სისტემაში მონაწილეობის დასრულების შესატყობინებლად, ის იგზავნება როდესაც გემი მივა GEOREP ანგარიშგების სისტემაში მდებარე ნავსადგურში ან ტოვებს  GEOREP ანგარიშგების სისტემის რაიონს.

9.  როდის უნდა მიაწოდოს გემმა გმმსსც-ს სავალდებულო შეტყობინება?

გემის  ოპერატორიაგენტი  ან  კაპიტანი  ვალდებულია  საქართველოს  ნებისმიერ  საზღვაო  ნავსადგურში შემოსვლის წინ განსაზღვრული ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს:

) მინიმუმ 24 საათით ადრე ნავსადგურში შესვლამდე ან

თუ  გემის  გამოსვლის  ნავსადგურიდან  საქართველოს  ნავსადგურამდე  დარჩენილია  24 საათზე ნაკლები, პირველივე შესაძლებლობისთანავე ან;

თუ  წინასწარ  უცნობია  ჩასვლის ნავსადგური ან შეიცვალა უშუალოდ  მოძრაობის პერიოდში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე.

10.  რა ენაზე ხდება გმმსს-ის ქვეცენტრებთან კომუნიკაცია?

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) დადგენილი წესისა და  SOLAS IV თავის პროცედურების  შესაბამისად  VTS-სა  და გემებს  შორის  რადიოკავშირი  წარმოებს  მინიჭებულ  სიხშირეებზე შეძლებისდაგვარად  გამოყენებული უნდა იყოს  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტული საზღვაო კომუნიკაციის ფრაზები. კომუნიკაციისათვის გამოიყენება ქართული და ინგლისური ენები.  

11.  შესაძლებელია თუ არა უმაღლესი პროფესიული განათლებით მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის აღება?

მეზღვაურს რომელსაც აქვს უმაღლესი პროფესიული (დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია) განათლება და 2014 წლის ნოემბრამდე მიიღო ექსპლუატაციის დონის კომპეტენიის სერტიფიკატი ოფლებამოსილია მიიღოს მართვის დონის შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი სააგენტოში შესაბამისი სტაჟისა და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

12.  რა შემთხვევაში მოეთხოვება მეზღვაურს წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი სავახტო ოფიცრის კომპეტენციის სერტიფიკატის აღებისათვის?

მეზღვაურს, რომელმაც მიიღო განათლება და მიენიჭა კვალიფიკაცია 2012 წლის 1 თებერვლამდე უფლებამოსილია სავახტო თანაშემწისა და სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატები აიღოს გემზე რიგითად ცურვის 12 თვიანი სტაჟის საფუძველზე (როგორც ამას ითვაისწინებდა საქართველოს კანონი მეზღვაურთა დიპლომირების შესახებ). მეზღვაურს, რომელმაც მიიღო კვალიფიკაცია 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა წარმოადგინოს 12 თვიანი კადეტად ცურვის სტაჟი წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის გარეშე. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში საჭიროა 12 თვიანი კადეტად ცურვის სტაჟი, რომელიც დადასტურებული წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში ან 36 თვის ნაოსნობის სტაჟი საგემბანე ან სამანქანე განყოფილებაში.

13.  აუცილებელია თუ არა ყველა კვალიფიკაციის სერტიფიკატების განახლება კომპეტენციის სერტიფიკატების განახლებისათვის?

კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისთვის მეზღვაურს მოეთხოვება ჰქონდეს მოქმედი აუცილებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატები, რომლებიც ძალაშია მინიმუმ 6 თვე.

14.  შესაძლებელია თუ არა მატროსის განათლებით დონკერმანის სერტიფიკატის აღება?

იმისათვის რომ აიღოთ დონკერმანის სერტიფიკატი უნდა გაგაჩნდეთ II/5 მატროსის ან III/5 მოტორისტის კვალიფიკაცია, 12 თვის ნაოსნობის სტაჟი ამ რანგში და  ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა.

15.  რამდენჯერ შეუძლია მეზღვაურს გავიდეს საკვალიფიკაციო გამოცდაზე და რა პერიოდულობით?

საკვალიფიკაციო გამოცდა არის ორ ეტაპიანი. პირველი არის ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ინიშნება გასაუბრება. გამოცდაზე მეზღვაური დაიშვება 6-ჯერ 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ვერც ერთჯერ ვერ გაივლის გამოცდა წარმატებით მას უწყდება დამოცდაზე დაშვების უფლება 1 წლით. თუ მეზღვაური წარმატებით ვე ჩააბარებს განმეორებით ზეპირ გასაუბრებას მას მომდევნო გასაუბრებაზე დაშვების უფლება ექნება გამოცდიდან 2 კვირაში.

16.  რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზეა შესაძლებელი ქართული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დასაქმება?

ქართული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები აღიარებულია იმ ქვეყნების მიერ რომელთანაც გაფორმებული აღიარების მემორანდუმები (სია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე), რაც შესაბამისად არის ენდორსმენტების გაცემის საფუძველი.

17.  რა მოთხოვნებია ტანკერის გაფართოებული წვრთნის კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღებისათვის და სავალდებულოა თუ არა ის სავახტო ოფიცრებისათვის?

ტანკერის გაფართოებული წვრთნის კვალიფიკაციის სერტიფიკატის ასღებად საჭიროა საწვრთნელი კურსის გავლა და შესაბამისი ტანკერზე მუშაობის მინიმუმ სამი თვის სტაჟი, ან ერთი თვის სპეციალური წვრთნა მინიმუმ 3 დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციით, დადასტურებული წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში.

18.  შესაძლებელია თუ არა უცხო ქვეყნის საზღვაო განათლების საფუძველზე ქართული კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება?

ქართული კომპეტენციის სერტიფიკატების გაცემის საფუძველია მხოლოდ საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში მიღებული განათლება. მეზღვაურებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ საზღვაო სასწავლებლები უფლებამოსილნი არიან განაახლონ ან აიღონ ქართული კომპეტენციის სერტიფიკატები.

19.  შესაძლებელია თუ არა სერტიფიკატის მფლობელის გარდა სხვამ შემოიტანოს განაცხადი სერტიფიკატისათვის ან გაიტანოს მზა სერტიფიკატი?

კომპეტენციის სერტიფიკატის, მეზღვაურის წიგნაკისა და თანამდებობის დამადასტურებელი კვალიფიკაციის (რიგითის სამუშაო დიპლომი) სერტიფიკატის განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ მეზღვაურის მიერ, შესაბამისად აღნიშნული სერტიფიკატებიც გაცემა ხდება მხოლოდ მფლობელზე. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღება და გაცემა შესაძლებელია მინდობილობის საფუძველზე სხვა პირის მიერ.  

20.  რამდენი თვის ნაოსნობის ცნობა სჭირდება II/4 და III/4 რეგულაციის მქონე რიგითებს   II/5 და  III/5 რეგულაციის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის?

II/4 რეგულაციის მქონე მეზღვაურს იმისათვის რომ გადააბაროს II/5 რეგულაციის მატროსზე ესაჭიროება 18 თვე, ხოლო III/4-დან III/5-ის მოტორისტისათვის საჭიროა 12 თვე. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც თუ მეზღვაურს 2012 წლამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გააჩნდა 12 თვე ის ავტომატურად ითვლება II/5 რეგულაციით განსაზღვრული მატროსის შესაბამისად.

21.  ვინ გასცემს თანხმობას გემზე ლოცმანის ასვლის, გემის გაცილების ან ნავსადგურში შეყვანის შესახებ?

ნავსადგურის კაპიტანი გასცემს თანხმობას გემზე ლოცმანის ასვლის და გემის გაცილების ან ნავსადგურში  შემოყვანის შესახებ. აღნიშნული საკითხი რეგულირდება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N 019 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1731938

22.  ვინ არის ნავსადგურის კაპიტანი?

ნავსადგურის კაპიტანი წარმოადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, რომელიც საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ახორციელებს ნაოსნობის უსაფრთოების სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში. აღნიშნული საკითხი რეგულირდება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებით.  ვრცლად იხილეთ ბმული.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1731938

23.   რომელი გემისთვის არის ნებადართული სალოცმანო გაცილების გარეშე ნაოსნობა?

გემის სალოცმანო გაცილება ხორციელდება ნავსადგურის მისასვლელებთან და ნავსადგურის აკვატორიაში, ნაოსნობის უსაფრთხოების, საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. სალოცმანო გაცილების გარეშე ნაოსნობა ნებადართულია:

ა) სამხედრო-საზღვაო გემისათვის;

ბ) 500 ტონა და ნაკლები საერთო ტევადობის გემისათვის;

გ) რეგულარულ ხაზებზე მომუშავე სამგზავრო კატარღისათვის;

დ) დასაღრმავებელი სამუშაოების განმახორციელებელი გემისათვის.

 აღნიშნული საკითხი რეგულირდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N 019 ბრძანებით „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ. ვრცლად იხილეთ ბმული. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1731938

24.   რომელ გემები სარგებლობენ უპირატესობით ნავსადგურებში შესვლისას ან გასვლისას?

გემები ნავსადგურში უნდა შევიდნენ ან გავიდნენ შემდეგი რიგითობის მიხედვით:

ა) განგაშის გამო ან დასახმარებლად გამსვლელი გემი,  ავარიული გემი.

ბ) სამხედრო და სანაპირო დაცვის გემი;

გ) ჰუმანიტარული დანიშნულების გემი;

დ) საკრუიზო გემი;

ე) სახაზო - სამგზავრო გემი;

ვ) სახაზო - სატვირთო გემი;

ზ) სხვა გემები, განაცხადის გაკეთების რიგითობის მიხედვით.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N 019 ბრძანებით.  ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1731938

25.  რომელი წესით რეგულირდება საქართველოს ნავსადგურში გარე რეიდზე ღუზაზე დგომა?

აღნიშნული საკითხი რეგულირდება  „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N 019 ბრძანებით.

ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1304419

26.  რა შემთხვევაში შეიძლება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ჩაითვალოს გაუქმებულად?

ლოცმანის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

) ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

) ლოცმანის გარდაცვალება;

) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

) ლოცმანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „ტექნიკური რეგლამენტისალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 09 დეკემბრის N327 დადგენილებით.  ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2112939

27.   რა ვადით გაიცემა ლოცმანის სერტიფიკატი?

ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 (ხუთი) წელი.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „ტექნიკური რეგლამენტისალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 09 დეკემბრის N327 დადგენილებით.  ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2112939

28.   როგორ უნდა მოხდეს ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის სტაჟირება?

ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელი ვალდებულია გაიაროს სტაჟირება შესაბამის ნავსადგურში მოქმედ სალოცმანო სამსახურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, „ტექნიკური რეგლამენტისალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 09 დეკემბრის N327 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ან 2 (ორი) თვის ვადით და 20 (ოცი) სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის მიღებით იმ შემთხვევაში, თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24 (ოცდაოთხი) თვიანი გამოცდილება და ჩატარებული აქვს სულ მცირე 20 (ოცი) სალოცმანო გაცილება.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „ტექნიკური რეგლამენტისალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 09 დეკემბრის N327 დადგენილებით.  ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2112939

29.   რას ნიშნავს ჩაძირული ქონება?

ზღვაში ჩაძირული ქონება იგულისხმება, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა. აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს საზღვაო კოდექსით. ვრცლად იხილეთ ბმული.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/29908

30.  რას გულისხმობს საზღვაო იპოთეკა?

საზღვაო იპოთეკის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია გულისხმობს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. საზღვაო იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება დამგირავებლის მიერ საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენის საფუძველზე.  აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს საზღვაო კოდექსით და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის N020 ბრძანებით „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ.“ ვრცლად იხილეთ ბმულები:

http://www.mta.gov.ge/index.php?m=142&parent_id=63

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1743690

31.  რის საფუძველზე არის შესაძლებელი გემის რეგისტრაციიდან მოხსნა/შეჩერება/შეწყვეტა?

გემის  რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია:

·  გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში;

·  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადაუხდელობა;

·  რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს საზღვაო კოდექსით და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის N020 ბრძანებით „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ.“ ვრცლად იხილეთ ბმულები:

http://www.mta.gov.ge/index.php?m=143&parent_id=63

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1743690

32.  რომელი საკლასიფიკაციო საზოგადოებები არის აღიარებული სააგენტოს მიერ საერთაშორისო და შიდა ნაოსნობაში ჩართული გემებისათვის?

 სააგენტოს მიერ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემებისათვის აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებებია:

 ·  American Bureau of Shipping (ABS)

 ·  Bureau Veritas (BV)      

 ·  China Classification Society (CCS)

 ·  Indian Register of Shipping (IRCLASS)

 ·  Korean Register of Shipping (KR)

 ·  Lloyd's Register of Shipping (LR)

 ·  Nippon Kaiji Kyokai (NK)

 ·  Polish Register of Shipping (PRS)

 ·  Registro Italiano Navale (Rina)

 ·  Russian Maritime Register of Shipping (RS) 

ვრცლად იხილეთ ბმული: http://www.mta.gov.ge/index.php?m=144&parent_id=63 

სააგენტოს მიერ შიდა ნაოსნობაში  ჩართული გემებისათვის აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებებია:

შპსჯორჯიან ვერიტასი;

შპსსაზღვაო ლიოდი;

შპსრუსეთის ზღვაოსნობის რეგისტრი საქართველოში.

საქართველოს ყველა გემი, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიაზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი. ვრცლად იხილეთ ბმული: http://www.mta.gov.ge/index.php?m=144&parent_id=63

33.  არის თუ არა საკრუინგო კომპანიის აღიარება სავალდებულო?

საკრუინგო კომპანიის აღიარება  ნებაყოფლობითია  და აღიარების არქონა არ წარმოადგენს საკრუინგო საქმიანობის შემაფერხებელ გარემოებას. საკრუინგო კომპანიის აღიარების წესი რეგულირდება „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N031 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1808503

34.  რომელი სამედიცინო დაწესებულებები არის აღიარებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ?

სააგენტოს მიერ არის აღიარებულია შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:

 ●შპს „საზღვაო სამედიცინო ცენტრი საგიტარიუსი“;

 ●შპს „საზღვაო ჰოსპიტალი“;

 ●სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“;

 ●შპს „მედიქლაბჯორჯია“.

 ●შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“

 სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევას, რომელიც გულისხმობს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას.  ვრცლად იხილეთ ბმული: http://www.mta.gov.ge/index.php?m=100&parent_id=99

35.  რომელი საკრუინგო კომპანიები არის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული?

სააგენტოს მიერ  აღიარებულია  შემდეგი საკრუინგო კომპანიები:

● „ქვინსვეი სერვისი“;

● „ევროსტარ მარინი“;

● „პოსეიდონი“;

● „იალქანი“;

● „ვალმარს ჯორჯია“;

● „გლობალ მარინი“;

● „კოლუმბია შიფმენეჯმენტი“;

● „მარინერი“;

● “ელვიქტორ ქრიუ მენეჯმენთ სერვისი“;

● „ჯორჯიან სი გეითი“.

 2013 წლიდან 01 იანვრიდან სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს საკრუინგო კომპანიების ნებაყოფლობით აღიარებას. ვრცლად იხილეთ ბმული.

http://www.mta.gov.ge/index.php?m=100&parent_id=99

36.  რომელი საზღვაო-საწვრთნელი ცენტრები აღიარებულია სააგენტოს მიერ?

სააგენტოს მიერ აღიარებულია შემდეგი საზღვაო -  საწვრთნელი ცენტრები:

● ბსსა „მეზღვაურთა სასწავლო, საწვრნელი სერტფიცირების ცენტრი“;

● შპს „ბათუმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი ანრი“;

● შპს „საზღვაო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“;

● შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“.

ვრცლად იხილეთ ბმული: http://www.mta.gov.ge/index.php?m=21&parent_id=5

37.  რა დანიშნულება აქვს  საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების  მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემას?

გემის მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის დანიშნულებაა: საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და  ნავსადგურებთან მისასვლელ დერეფნებში, საქართველოს ნავსადგურებში გემების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის (Vessel Traffic Monitoring System) გამოყენებით ადამიანის სიცოცხლისნაოსნობის უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ამაღლება, შესაბამისი ორგანოების მიერ საზღვაო ინციდენტებსა და შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება, გემებიდან ზღვის გარემოს პოტენციური დაბინძურების აღმოჩენა და მათი პრევენცია. აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესისდამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 05 მარტის N05 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/3238376

38.  რა შემთხვევაში ითვლება გემი საფრთხის შემცველად?

გემი ითვლება  საფრთხის შემცვლელად ნაოსნობისათვის ან საზღვაო უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის  ან გარემოსათვის, როდესაც:

ა) იმყოფება რეისში და რომელმაც განიცადა საზღვაო ინციდენტი;

ბ) ვერ უზრუნველყო  საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესით გათვალისწინებული შეტყობინების გადაცემა სააგენტოზე;

გ) ვერ უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონებში მოძრაობის წესების შესრულება და იმ წესების შესრულება, რომელსაც ეფუძნება გემების მოძრაობის მომსახურება;

დ) შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკუთარ ნაოსნობის უსაფრთხოებას ან ზღვის გარემოს და ამის შესახებ შეტყობინებას აგზავნის ლოცმანი ან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახური;

ე) არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი ან ვარაუდი, რომ გემიდან განხორციელდა ზღვაზე დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კონვენციით გათვალისწინებული აკრძალული ჩაღვრა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ წყლებში.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესისდამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 05 მარტის N05 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3238376

39.  რა არის საზღვაო - სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი?

საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი   არის სააგენტოს  სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის. აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“.  ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/17296

40.  რის უფლებამოსილება  აქვს საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის უფროსს?

საზღვაო - სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის უფროსი უფლებამოსილია:

) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას და საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას მოახდინოს სამაშველო საშუალებათა და პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი უცხო ქვეყნის გემების მოზიდვა;

) თხოვნით მიმართოს უცხო ქვეყნის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს საძიებო-სამაშველო რაიონის საზღვრებს გარეთ განსაცდელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს დროშით მცურავ გემებს; აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/17296

41.  რამდენს შეადგენს   საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის საფასური?

საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 10 სამუშაო დღე - 47 ლარი;

ბ) 24 სთ - 140 ლარი;

გ) 5 სამუშაო დღე - 95 ლარი;

დ) იმავე დღე - 165 - ლარი.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1304419

42.  რა პერიოდულობით ხდება სერტიფიკატის განახლება?

გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი, ან რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, გაცემული ან აღიარებული კონვენციის ნებისმიერი თავის შესაბამისად, გარდა STCW  (საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა სტანდარტების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტაზე დგომის შესახებ) კოდექსის VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა  და რომელიც მსახურობს ზღვაზე, ან აპირებს ზღვაში დაბრუნებას ნაპირზე ყოფნის შემდეგ ვადებულია განაახლოს სერტიფიკატი 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ. აღნიშნული საკითხი რეგულირდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით. ვრცლად იხილეთ ბმული.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1556226

43.  რომელი ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საზღვაო - საგანმანათლებლო და საზღვაო სასწავლო  დაწესებულებების და მათი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საწვრთნელი კურსების პერიოდულ მონიტორინგს და რა პერიოდულობით ხორციელდება აღნიშნული დაწესებულებების მონიტორინგი?

საზღვაო - საგანმანათლებლო და საზღვაო - სასწავლო დაწესებულებების და მათი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საწვრთნელი კურსების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. აღნიშნული საკითხი რეგულირდება „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო - საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2647485

44.  რამდენ თვიანი ნაოსნობის  სტაჟი უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწეს 500 ტონა ან 500 ტონაზე   მეტი საერთო ტევადობის გემზე მუშაობისათვის?

500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე მუშაობისათვის სავახტო თანაშემწეს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს დამტკიცებულ საზღვაო პრაქტიკას, შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილის მოთხოვნებს და დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან არსებობს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და   სერტიფიცირების შესახებ“ კანონით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1556226

45.  რამდენს შეადგენს  საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის საფასური?

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა)  მე-7 სამუშაო დღეს – 20 ლარი;

ბ) მე-3 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

) 24 საათის გასვლისთანავე – 35 ლარი;

იმავე დღეს – 45 ლარი.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1304419

46.  რამდენს შეადგენს  ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, მეზღვაურის წიგნაკის გაცემის საფასური?

ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, მეზღვაურის წიგნაკის გაცემის საფასური შეადგენს:

ა) -10 სამუშაო დღეს -190 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს – 420 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს – 480 ლარი;

) 24 საათის გასვლისთანავე – 560 ლარი;

) იმავე დღეს – 590 ლარი.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1304419

47.  რა შეღავათით სარგებლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და საზღვაო პრაქტიკის გავლის მიზნით გადის სერტიფიცირებას?

საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და საზღვაო პრაქტიკის გავლის მიზნით გადის სერტიფიცირებას, გათავისუფლებულია ყველა სახის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან წინამდებარე წესიდან გამომდინარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება დაჩქარებულ მომსახურებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი წარმოადგენს სათანადო დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები გადაიხდიან ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 50%-. 

აღნიშნული საკითხი რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებით. ვრცლად იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1304419