მთავარი > დროშის ინსპექტორის აღიარება
დროშის ინსპექტორის აღიარება

საქართველოში გემების რეგისტრირების ხარისხის გაუმჯობესების და ასეთი გემების საერთაშორისო კონვენციებთან და ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რაც წარმოადგენს ჩვენი მიმდინარე გეგმების განხორციელების ნაწილს, ვიწვევთ აპლიკანტებს შესაბამისი საზღვაო სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს გემებზე,  სასეირნო გემებზე, თევზსაჭერ გემებზე და საქართველოს გემების რეესტრში არსებულ სხვა გემებზე სახელმწიფო დროშის ინსპექციების შესასრულებლად.

გემებზე და კომპანიებში ზედამხედველობის,  ინსპექტირების და აუდიტის  პასუხისმგებელი პერსონალი ან განმხორციელებლები, შესაბამისი საერთაშორისო სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების თანახმად, როგორც მინიმუმი უნდა შეესაბამებოდენ შემდეგ მოთხოვნებს: 

1. საზღვაო დაწესებულების (უნივერსიტეტის) შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაბამისი საზღვაოსნო გამოცდილება - გემის სერტიფიცირებული კაპიტანი (STCW რეგ. II/2-შეუზღუდავი) ან უფროსი მექანიკოსი (STCW რეგ. III/2 - 3000 KW ზემოთ) მართვის დონის კომპეტენციის ვალიდური სერტიფიკატით და  ზღვაში საგემბანე ან სამანქანე განყოფილების ოფიცრის პოზიციაზე არანაკლებად სამი წლის მსახურობის გამოცდილება.

2. საზღვაო დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაცია ან გემთმშენებლის საბაკალავრო ხარისხი ან მონათესავე დისციპლინაში და შესაბამისი თანამდებობის დაკავების არანაკლებად სამი წლის გამოცდილება.

3. გემების და მათი ოპერირების შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და იმ შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო საბუთების ცოდნა, რომლებიც აუცილებელია, რათა შეასრულონ მათი მოვალეობები, როგორც ოფიციალური საწვრთნელი პროგრამის გავლის შედეგად სახელმწიფო დროშის სურვეიერების.

4. ოფიციალური საწვრთნელი პროგრამის გავლის შედეგად სურვეიერად აკრედიტაცია, რომლის შედეგადაც დაკმაყოფილდება 1; 2 და 3 პარაგრაფის მოთხოვნები სურვეირეის გამოცდილების და კომპეტენციის შესახებ. 

5. მოთხოვნილია ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, ვისაც გააჩნიათ წამყვანი აუდიტორის კვალიფიკაცია და გამოცდილება უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის, გემებისა და სანავსადგურო საშუალებათა დაცვის საერთაშორისო კოდექსის და საზღვაო შრომის კონვენციის 2006 აუდიტების განსახორციელებლად.

აპლიკაციები, აღჭურვილი ყველა დამხმარე საბუთით, წერილობით უნდა იქნეს მიწოდებული საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. აპლიკანტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება იმ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, აპლიკაციის გარკვეული დამხმარე საბუთი უნდა იქნეს შესაბამისად დამოწმებული.