მთავარი > სარეგისტრაციო პროცედურა
სარეგისტრაციო პროცედურა

- ღია რეესტრი

- ნებისმიერი ტიპის გემის დარეგისტრირება, გარდა :

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მფლობელობაში არსებული მცურავი საშუალებები;

- გემზე არსებული საშტატო მცურავი ობიექტი, რომლის გარეშეც გემის ნაოსნობა აკრძალულია

- იცავს გემთმფლობელის ინტერესებს;

- გემის რეგისტრაცია ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე

დასარეგისტრირებელი გემი გადის წინა სარეგისტრაციო ინსპექტირებას თუ :

- გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;

- გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;

იმყოფება საქართველოს  მიერ არ აღიარებული  საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ  და რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;

- თუ გემსბოლო 24 თვის განმავლობაში, განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო ინციდენტი ან უბედური შემთხვევა;

- იცვლის დროშას რომელიმე ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან;

20 ან მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით.


 გემის დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები (არაუმეტეს 6თვიანი ვადა):

- რეგისტრაციის განაცხადის  ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი   საბუთი;

- გემის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ასლი)   ან ბერბოუტ ჩარტერის შემთხვევაში ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულება. 

- აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით / რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა, რომ სარეგისტრაციო გემი აყვანილია ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ ;

- წინა დროშის რეგისტრაციის ნაოსნობის უფლების მოწმობის ასლი;           

- გემთმფლობელის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეესტრში გემის მუდმივი რეგისტრაციის თარიღიდან, გემის რეგისტრაცია წაიშლება/შეჩერდება წინა რეგისტრაციის ქვეყნის გემების შესაბამის რეესტრში;   

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი  იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია  კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;

- საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;  

 დროებითი მოწმობა გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით ზემოთ  წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე 1 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია. 

 

მუდმივი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუემნტაცია.

მუდმივი რეგისტრაცია -   რეგისტრაციის განაცხადისა და თანდართული სარეგისტრაციო საბუთების დედანის არ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის წარმოდგენით. მუდმივი რეგისტრაცია დასტურდება ყოველწლიური დამოწმებით.

- რეგისტრაციის განაცხადის  ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი   საბუთი;

- გემის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)   ან ბერბოუტ ჩარტერის შემთხვევაში ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულება

- აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები

- წინა დროშის რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობა;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი  იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია  კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;

- საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;

- გემის დაზღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

- უცხო ქვეყნის გემების ბოლო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების დამადასტურებელი საბუთი;

- სააგენტოს მიერ აღიარებული გემის შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გემის ინსპექტირების პატაკი;

- გემის უწყვეტი ისტორიის (Continuous Synopsis Record) - ასლი.სარეგისტრაციო მოსაკრებელისა და რეგისტრაციის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება;

 

100 GT and less Yacht Registration (ცალკე მოდული) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული  100 რეგ. ტონაზე ნაკლები იახტები და კატარღები

- მარტივი სარეგისტრაციო პროცედურა აღიარებული აგენტების მეშვეობით;

- აღიარებული სურვეიერის რეპორტი/ საკლასიფიკაციო სერტიფიკატები

- არ ექვემდებარება ყოველწლიური ინსპექტირებას;

- არ ექვემდებარება სიხშირის გადასახადს;

- გემის რეიგსტრაციის მოწმობა გაიცემა 1 და 5 წლის მოქმედების ვადით გემთმფლობელის სურვილისამებრ;

- 24/7 

სარეგისტრაციო ღირებულება

  • რეგისტრაციის მომსახურების საფასური - 80 ლარი

ყოველწლიური მოსაკრებელი (ტონაჟი)

  • სანაპირო (შეზღუდული) ნაოსნობა -330 აშშ  დოლარი
  • საოკეანო (შეუზღუდავი) ნაოსნობა - 580  აშშ  დოლარი