მთავარი > ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი
ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საზღვაო გადაზიდვები ერთ- ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. საზღვაო გადაზიდვების ხვედრითი წილი ყველა სხვა სახის გადაზიდვებს შორის ყოველწლიურდ იზრდება. არის რამოდენიმე უპირატესობა რის გამოც ტვირთის ზღვით გადაზიდვა უფრო მომგებიანია, მაგ: ტვირთის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადატანა, გადაზიდვის გაცილებით იაფი ტარიფი სხვა ტრანსპორტთან შედარებით. ამავე დროს  გაუმჯობესებული სანავიგაციო სისტემები, ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს უსაფრთხო საზღვაო გადაზიდვებს, რომელიც თავის მხრივ ამცირებს რისკებს და ყოველიე ეს ერთად აღებული მომგებიანს ხდის საზღვაო გადაზიდვებს.

საზღვაო ტრანსპორტი არის ერთ - ერთი ყველაზე უძველესი სახის ტრანსპორტი და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტვირთების მოცულობის  და გადაზიდვების საფასურის მხრივ. როგორც ყველა ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტიც რისკების მატარებელია. რისკებიდან გამომდინარე მსოფლიოს საზღვაო საზოგადოებებმა და საზღვაო ქვეყნებმა  ჩამოეყალიბეს ორგანიზაცია, რომელიც კონტროლს უწევს ნაოსნობის უსაფრთხოებას და საზღვაო კანონმდებლობას (IMO).

1982 წელს პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმით ჩამოყალიბდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), რომელიც არეგულირებს ნაოსნობის უსაფრთხოებას და მის კანონმდებლობას.

საზღვაო ადმინისტრაციებს აქვთ შექმნილი სხვადასხვა სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კანონმდებლობის მოთხოვნებს. ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ნავსადგურების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური (Port State Control), რომლის მოვალეობაში შედის საზღვაო პორტებისა და გემების ინსპექტირება, საერთაშორისო უსაფრთხოების, უშიშროების და მენაჯმენტის ხარისხის კანონმდებლობის ფარგლებში.

ნავსადგურების, გემების ნავსადგურებში მიმოსვლის, დგომის და სატვირთო ოპერაციების უსაფრთხოების კონტროლი,  მეზღვაურთა სერტიფიცირების, შრომისა და დასვენების წესების, მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო გადაყვანის და გადაზიდვის კონტროლი,  გარემოს დაცვის კონტროლი.

ნავსადგურები თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, გაერთიანებული არიან სხვადასხვა რეგიონალური ურთიერთგაგების მემორანდუმებით, როგორიცაა:

  • Paris MOU (ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკის რეგიონი);
  • Acuerdo de Vina del Mar (ლათინო ამერიკის რეგიონი); 
  • Tokyo MOU (აზია - წყნარი ოკეანის რეგიონი);
  • Caribbean MOU (კარიბის რეგიონი);
  • Mediterranean MOU (ხმელთაშუა ზღვის რეგიონი);
  • Indian Ocean MOU (ინდოეთის ოკეანის რეგიონი);
  • Abuja MOU (დასავლეთისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონი);
  • Black Sea MOU (შავი ზღვის რეგიონი);

2000 წლის 7 აპრილს დაარსდა შავი ზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმი (BS MOU) და შეიქმნა საერთაშორისო ინფორმაციის გაცვლითი სისტემა სადაც გაერთიანდა  საქართველო.

ბოლო წლების  განმავლობაში ნავსადგურების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა ( ასევე როგორც მთლიანად საზღვაო სააგენტოს ადმინისტრაციამ) თავისი მუშაობის  ხარისხით  საგრძნობლად გაზარდა მდგომარეობა ნავსადგურებში და შემომსვლელ გემებზე უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით რაც მტკიცდება ბოლო წელს ჩატარებული არაგეგმიური კომპლექსური შემოწმებების მოხსენების საფუძველზე.