მთავარი > გემები
გემები

 

საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში შეიძლება დარეგისტრირდეს ნებისმიერი ტიპის მცურავი საშუალება. უცხოელ გემთმფლობელებს საქართველოში უნდა ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემებისათვის სავალდებულოა იმ საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის წევრი საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის  ქვეშ ყოფნა, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ:

 

  • American Bureau of Shipping (ABS)
  • Bureau Veritas (BV)
  • China Classification Society (CCS)
  • Korean Register of Shipping (KR)
  • Lloyd's Register (LR)
  • Nippon Kaiji Kyokai (NK/ClassNK)
  • Polish Register of Shipping (PRS)
  • Registro Italiano Navale (RINA)
  • Russian Maritime Register of Shipping (RS)



გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გაიაროს წინასარეგისტრაციო ინსპექტირება მინიმუმ ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი გარემოების არსებობისას:

  • გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;
  • გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;
  • იმყოფება საქართველოს მიერ არ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ და რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;
  • თუ გემს ბოლო 24 თვის განმავლობაში განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო ინციდენტი ან უბედური შემთხვევა;
  • იცვლის დროშას რომელიმე ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან;
  • 20 ან მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით.

 



 

ბერბოუტ-ჩარტერული გემის რეგისტრაცია:

 

ბერბოუტ-ჩარტერის პირობით რეგისტრირდება გემი, რომელზეც დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი და წარმოადგინოს წინა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საბუთიგემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია.

ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით. მოწმობის რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.

 

 

მშენებარე გემის რეგისტრაცია

მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.

 


ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაცია

გემი, რომელიც გამოყვანილია ექსპლუატაციიდან შესაძლოა დარეგისტრირდეს რეესტრის შესაბამის წიგნში.



იპოთეკა და იპოთეკის აღრიცხვის წესი:

გემთმფლობელმა, რომელიც აგირავებს თავის კუთვნილ გემს:

  • უნდა შეავსოს იპოთეკის შესახებ განცხადების და განაცხადის ფორმები და დაამოწმოს თავისი ხელმოწერით და ბეჭდით. თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა უნდა იქნეს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;
  • წარმოადგინოს გემის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების დედანი და ნოტარულად დამოწმებული ასლი, რომელიც შეინახება გემის საქმეში, ხოლო დედანი შედარების შემდეგ უბრუნდება დამგირავებელს;
  • წარმოადგინოს გემის მოწმობის რეგისტრაციის მოწმობა დედანი, რომელზეც გაკეთდება აღნიშვნა იპოთეკის შესახებ.


იპოთეკის შეწყვეტა

იპოთეკის შეწყვეტისას კრედიტორი (მოგირავნე) წარმოადგენს წერილობით განცხადებას და შევსებული განაცხადის ფორმებს დამგირავებლის მიერ თავისი ვალდებულების შესრულების თაობაზე, რის შესახებაც ხდება ჩაწერა ამ განცხადების დედანზე, რომელიც მოწმდება ხელმოწერებითა და ბეჭდით.