მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის GIMF2018 თარიღი დადასტურებულია
25 აპრილი, 2018

 

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის GIMF2018 თარიღი დადასტურებულია. უკვე მეორედ საქართველოს საზღვაო ცენტრი - ბათუმი 12-14 სექტემბერს უმასპინძლებს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით პირველად საქართველოს  საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წელს ჩატარდა, რომლის მიზანი იყო გლობალური საზღვაო ინიციატივების ასახვა და საქართველოს საერთო ფასეულობების პოპულარიზაცია, რომლებსაც  იზიარებს საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებასთან.

რიგით მეორე საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ხელშეწყობას, რომლებიც საზღვაო სფეროს, კერძოდ კი საერთაშორისო ნაოსნობის საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობს და მიმართულია აღნიშნულის გლობალური აქტივობების ფარგლებში მოგვარებისკენ.

GIMF 2018 ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა თუ ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიის უმაღლესი რგოლის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საერთო ღირებულებებისა და მიზნების ირგვლივ. ფორუმი იძლევა ინტერაქტიულობისა და დიალოგის არაჩვეულებრივ საშუალებას  როგორც მარეგულირებელ და სამთავრობო სექტორებს, ასევე ინდუსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.  ამასთანავე ფორუმის მიზანია კრიტიკული მნიშვნელობის მესიჯი ერთიანი საზღვაო პილიტიკისა და საოკეანო მმართველობის  შესახებ გაიტანოს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონს მიღმა.

ფორუმის ოფიციალური გახსნის დღეთ განისაზღვრა 2018 წლის 13 სექტემბერი, თუმცა სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილია კვირის განმავლობაში.

ფორუმსა და სხვა საზოგადოებრივ  ღონისძიებებში მონაწილეობა ხორციელდება მოწვევით და ასევე შესაძლებელია რეგისტრაციით შემდეგ ბმულზე www.maritimegeorgia.ge.

ღონისძიების მთავარი თემა ემსახურება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს და მოიცავს საოკეანე მმართველობის ასპექტების თემატიკას.