მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) შედგა ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა
20 ივნისი, 2018

2018 წლის 18-20 ივნისს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) შედგა ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტის 68- სხდომა.

აღნიშნულ სხდომაზე საქართველომ წარადგინა ინფორმაციული სახის დოკუმენტი 2017 წლის 23-24 ოქტომბერს . თბილისში ჩატარებული დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან Nippon Foundation-ის სტიპენდიანტების შეხვედრის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა ფონდის თავჯდომარე იოჰეი სასაკავა და რომლის მიზანიც იყო ნიპონის სტიპენდიანტთა რეგიონალური ქსელის შექმნა, რათა უფრო აქტიური გახდეს თითოეული წარმომადგენლის წვლილი ოკეანესთან დაკავშირებულ საკითხებში.

სხდომის დროს IMO გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ინიციატივას და ხაზგასმით აღნიშნეს ამ ტიპის თანამშრომლობნის აუცილებლობა.