მთავარი > სიახლეები
სიახლეები
რეგიონალური სემინარი საზღვაო წყლებისა და ნალექების კონტროლისა და მართვის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში
05 ივლისი, 2018

2018 წლის 3 - 5 ივლისს, . ბათუმში სასტუმრორედისონ ბლუ“-ში Radisson Blu Hotel, Batumi საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) პატრონაჟით, საზღვაო წყლებისა და ნალექების კონტროლისა და მართვის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში გაიმართა რეგიონალური სემინარი.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, რუსეთისა და ბულგარეთის საზღვაო სფეროს წარმომადგენლები.

სემინარზე განიხილეს შავი ზღვის დაბინძურების აცილების მიზნით ბალასტური წყლების მონიტორინგის, რისკის შეფასების და სანავსადგურე ბიოლოგიური საბაზისო კვლევების განხორციელების საკითხები.