მთავარი > სიახლეები
სიახლეები
შავი ზღვის ქვეყნები ევროპის საზღვაო დღის 2018 ფარგლებში შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე
31 მაისი, 2018

საქართველო განაგრძობს ლურჯი ეკონომიკის მდგრადი ზრდის და ინოვაციის შავ ზღვაში მხარდაჭერას.

ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზჭერის გენერალურმა-დირექტორატმა, ბულგარეთმა, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ქალაქ ბურგასის მუნიციპალიტმა ერთობილვი ორგანიზებით გამართეს ევროპული საზღვაო დღე 2018, რომელიც მიმდინარეობდა 31 მაისს ბულგარეთის საპორტო ქალაქ ბურგასში.

ევროკომისიამ ბულაგრეთთან ერთად კონფერენცია მიუძღნვეს შავ ზღვაში თანამშრომლობის მნიშვნელობის წარმოჩენას. ბულგარეთის, საქართელოს, მოლდოვის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ერთობლივი დეკლარაციის (ბურგასის დეკლარაცია) მხარდაჭერით, რომელიც მიმართულია შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დამტკიცებისკენ. ბურგასის დეკლარაცია წარმოადგენს სწორი მიმართულებით გადამდგარ მნიშვნელოვან ნაბიჯს შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი ქართული დელაგაციის სხვა წევრებთან ერთად წარმოადგენდენ საქართველოს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

აღნიშნული ღონისძიება გახსნა ევროკომისარმა კარმენუ ველამ, რომელმაც ხაზი გაუსვა შავი ზღვის მნიშვნელობას და მას შესაძლებლობების ზღვა უწოდა.

ბურგასის მინისტერიალის დეკლარაცია არის შედეგი სხვა შავი ზღვის მაღალი დონის კონფერენციებისა, რომლებიც ჩატარდა ბუქარესტში (2014), სოფიაში (2015), ოდესაში (2016) და ბათუმში (2017).