მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დელეგაცია ეწვია
22 ივნისი, 2018

2018 წლის 18 – 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დელეგაცია.

ვიზიტის მიზანი იყო 2016 წლის ივნისის თვეში საქართველოს ნავსადგურებშიგემების და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის“ (ISPS Code) ნავსადგურებისა და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის იმპლემენტაციის შეფასების განახლება.

ამერიკის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა წელსაც უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოს აღნიშნულ კოდექსის შესრულებაზე, რაც დასტურდება იმით, რომ საქართველოს ნავსადგურებიდან გამოსული გემები, რომლებიც შემდეგ მიემართებიან ..- ნავსადგურებში დაბრკოლებების გარეშე გადიან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს ამერიკულ ნავსადგურებში.

ამერიკულმა დელეგაციამ ამის აღსანიშნავად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადასცა სერტიფიკატი.