მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამიართა ვორკშოპი „მცირემასშტაბიანი მდგრადი კრუიზის განვითარება შავ ზღვაზე“
14 სექტემბერი, 2018

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის Facility for Blue Growth in the Black Sea-ს (http://blackseablueconomy.eu/) მხარდაჭერით გამიართა ვორკშოპი „მცირემასშტაბიანი მდგრადი კრუიზის განვითარება შავ ზღვაზე“.
ვორკშოპის მიზანი იყო ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას ხელმძღვანელობებს, ინვესტორებსა და ოპერატორებს შორის (მცირე და საშუალო ოპერატორების ჩათვლით), რომლებიც შავი ზღვისთვის დამახასიათებელ ცისფერი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობენ.