მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემით აღჭურვილი სამაშველო - სააკოორდინაციო ცენტრის გახსნა
14 სექტემბერი, 2018

2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის  ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნა ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემით აღჭურვილი სამაშველო - სააკოორდინაციო ცენტრი. 

 სამაშველო - სააკოორდინაციო ცენტრი გახსნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ–ერთი ძირითადი ფუნქციაა ძებნა–გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობ პროდუქტებით გამოწვეული დაბინძურების ლიკვიდაციის ოპერაციების კოორდინაცია სახელმწიფო დონეზე, რომელსაც ასრულებს ზღვაზე ძებნა–გადარჩენისა და გემების მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველოსა კოორდინაციო ცენტრის საშუალებით.

✔️ამ ფუნქციების სრულყოფილი შესრულება შესაძლებელია ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანაპირო და საზღვაო რადიო კომუნიკაციის საშუალების დანერგვით.

✔️სწორედ თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის მიზნით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა იტალიური კომპანია ELMAN S.R.L..

ELMAN S.R.L. არის კომპანია, რომელიც 40 წელია მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე რადიო კომუნიკაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და თავდაცვის სისტემების დიზაინის განვითარების და რეალიზაციის მიზნით.

აღნიშნული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სრულფასოვან საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არ გააჩნდა სრულყოფილი საზღვაო–სამაშველო კომუნიკაციის საშუალებები საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში განსაცდელში აღმოჩენილი გემების და ადამიანების დასახმარებლად.