მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ვორკშოპი ნავსადგურებში გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის შესახებ
12 სექტემბერი, 2018

2018 წლის 10-12 სექტემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა რეგიონული ვორკშოპი ნავსადგურებში გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის შესახებ.

ვორკშოპი გაიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს საშუალებების მიერ დაფინანსებული პროექტის "გლობალური საზღვაო ენერგოეფექტური პარტნიორობის“ ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება გემებიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით და ნავსადგურში ჰაერის დაბინძურების პრევენციის რენტაბელური ზომების შესახებ.

ვორკშოპი განკუთვნილი იყო ნავსადგურის ოპერაციებში ჩართული პირებისთვის და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ღონისძიების მიზანი იყო ეჩვენებინა მონაწილეებისთვის თუ რა როლს თამაშობს ნავსადგურის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურული განვითარება და ლოგისტიკური სისტემა საზღვაო ენერგო ეფექტურობასა და ჰაერის ხარისხში.

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ადმინისტრაციების, სამინისტროების, ნავსადგურებისა და ტერმინალების წარმომადგენლებმა.