მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის (IMSO) 25-ე ასამბლეა
12 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 9-12 ოქტომბერს, ქ. ლონდონში გაიმართა საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის (IMSO) 25- ასამბლეა.

საქართველოს დელეგაციას ასამბლეაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველო 2018-2020 წლების განმავლობაში კვლავ დაიკავებს ორგანიზაციის მმართველი ორგანოს მრჩეველთა კომიტეტის ევროპის რეგიონიდან არჩეული სახელმწიფოს ადგილს.

ისტორიაში პირველად საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, სააგენტოს დირექტორის მრჩეველი ლინო ვასალო, არჩეულ იქნა ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოს - ასამბლეის თავმჯდომარედ.

ასამბლეაზე განიხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სტანდარტული ოპერაციული შეთანხმება, რომელიც GMDSS ოპერატორსა და საერთაშორისო მობილურ სატელიტურ ორგანიზაციას შორის უნდა გაფორმდეს, გლობალური GMDSS სერვისის მისაწოდებლად, ორგანიზაციის ბიუჯეტი და სხვ.

ხაზგასასმელია, რომ მას შემდეგ რაც 1999 წელს განხორციელდა INMARSAT-ის პრივატიზაცია, საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო ინტერესის დამცველს ისეთი მნიშვნელოვანი სერვისის შეუფერხებლად მისაწოდებლად, როგორიცაა გლობალური კომუნიკაციების უსაფრთხოება, გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირება (LRIT) და ..

ასევე აღსანიშნია, რომ საერთაშორისო მობილური სატელიტური სექტორი ბოლო წლებში ლიბერალიზაციას განიცდის, კერძოდ, GMDSS სერვისის მიმწოდებლად INMARSAT-ის გარდა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტმა ასევე შეარჩია ამერიკული კომპანია Iridium.

აღნიშულ ლიბერალიზაციამდე, მსოფლიო ოკეანეებში არსებობდა .. ბნელი ზონები, რომელთა საკომუნიკაციო საშუალებების დაფარვა ვერ ხერხდებოდა, მაგ. პოლარული წყლები. საკომუნიკაციო კომპანიის Iridium-ის დამატებით, აღნიშნული პრობლემა გადაჭრილად ჩაითვლება.

სტანდარტული ოპერაციული შეთანხმება შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საჯარო-კერძო პარტნიორობის რეგულირების საფუძვლები, IMSO-ს, როგორც კომპანიების ტექნიკური რეგულატორის როლი, კომპანიების გაკოტრების შემთხვევაში გლობალური საკომუნიკაციო სისტემების გათიშვის თავიდან აცილება და სხვ.