მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ტრეინინგი ჩატარდა
08 ნოემბერი, 2018

2018 წლის 8 ნოემბერს ქ. ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, აშშ სანაპირო დაცვის საერთაშორისო პორტის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებს 4 დღიანი ტრეინინგი.

ტრეინინგს ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა ნავსადგურის უშიშროების გეგმით განსაზღვრული წვრთენბისა და ვარჯიშების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელსაც ითვალისწინებს გემებისა და ნავსადგურების დაცვის საერთაშორისო კოდექსი (ISPS Code).

ასევე, ტრეინინგის ფარგლებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა  სპეციფიური სწავლებები ნავსადგურის უშიშროების დაცვის დონის შესამოწმებლად, რის შედეგადაც აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგელების მიერ აღნიშნული იქნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ნავსადგურის უშიშროების სამსახურების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მაღალი დონე.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო გრანსპორტის სააგენტო მჭიდროდ თანამშროლობს აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და აღნიშნული სახის ტრეინინგი ატარებს სისტემატურ ხასიათს.