მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ეწვივნენ
13 მარტი, 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ჩად ტომფსონი და ქეით ოსტრენდერი.

სტუმრები ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგელების მიერ აღნიშნული იქნა ნავსადგურის უშიშროების სამსახურების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მაღალი დონე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მჭიდროდ თანამშროლობს აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ნავსადგურების უსაფრთხოებისა და „გემების და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის" (ISPS Code) იმპლემენტაციის კუთხით და აღსანიშნავია, რომ სწორედ აშშ-ს სანაპირო დაცვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მომზადდა „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი", რომელიც სრულად პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს.