მთავარი > სიახლეები
სიახლეები
მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!
30 მარტი, 2019

გამოცხადდა კონკურსი მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • Maritime Education & Training
  • Maritime Energy Management 
  • Maritime Law & Policy
  • Maritime Safety & Environmental Administration
  • Ocean Sustainability, Governance & Management 
  • Port Management
  • Shipping Management & Logistics

სამაგისტრო კურსისთვის პირველადი განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 18:00სთ, 05 აპრილი, 2019 წელი! https://www.wmu.se/msc-malm%C3%B6

საკონკურსო პირობები:

  • საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი
  • ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია საზღვაო სფეროში)
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები

- წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური
  2. მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  3. რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე
  4. წერილი ინგლისურ ენაზე
  5. ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების (ნიშნების ფურცელი)
  6. 2 რეკომენდაცია (სასურველია აკადემიური და სამუშაო)
  7. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები
  8. ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში)
  9. ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS 6.5, TOEFL 80(IBT), Cambridge First Certificate in English

- კონკურსანტები შეირჩევა 3 საფეხურიანი გადარჩევის სისტემით:

I - წარმოდგენილი დოკუმენტების ადმინისტრაციული შემოწმება 
II - საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტებთან გასაუბრება
III - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენა მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში

სამაგისტრო პროგრამის ხარჯებს ფარავს სტიპენდია, რაც მოიცავს: სწავლისა და განთავსების ღირებულებას. დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დონორების შესარჩევი კომისიის მიერ.

დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ბაქოს ქუჩა 50, ბათუმი, საქართველო, 6000.