მთავარი > სიახლეები
სიახლეები
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტომ ახალი ბრძანება დაამტკიცა
24 მარტი, 2020

 

„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“ ბრძანების მიზანია მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გემის რეგისტრაციის განახლების, მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების (გასაუბრება/ტესტირების) პროცესის შეჩერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გამონაკლისის დაშვება.

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 რეგ. ტონაზე ნაკლები მცურავი საშუალებების რეგისტრაციის განახლებისათვის რეგისტრაციის მოწმობის,  რადიოსადგურის მოწმობის  ასევე, 100 რეგ. ტონაზე მეტი მცურავი საშუალებების რეგისტრაციის განახლებისათვის გემის რეგისტრაციის მოწმობის დამოწმების, რადიოსადგურის მოწმობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სააგენტო აღნიშნული მოწმობებს ავტომატურად უგრძელებს ვადას არაუმეტეს 2 თვით, მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან.

ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, შეჩერდეს უნდა შიდა ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია და სხვა მომსახურებები, გარდა, სანავსადგურე და ტექნიკური მომსახურების ფლოტისა, სახელმწიფო მომსახურეობის და ნავსადგურების დამხმარე ფლოტისა. ასევე, უნდა შეჩერდეს მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების (გასაუბრება/ტესტირების) პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე. შეჩერდეს კომპეტენციის სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების განაცხადის მიღების პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე.  გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მეზღვაურებზე, რომელთა გემზე ასვლა დაგეგმილია აღნიშნული პეროიოდის განმავლობაში.   

კვალიფიკაციის სერტიფიკატების განაცხადები 2020 წლის 21 აპრილამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გაიცემა საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

იხილეთ ბრძანება: http://mta.gov.ge/uploads/koronavirusi_brdzaneba.pdf