მთავარი > სიახლეები
სიახლეები
სამუშაო ადგილებზე COVID-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები დამტკიცდა
25 მარტი, 2020

საქართველოს მთავრობა განაგრძობს საქართველოში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების საწინააღმდეგეგო პრევენციულ ღონისძიებებს. აღნიშული ღონისძიებების ფარგლებში დამტკიცდა სამუშაო ადგილებზე COVID-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები.

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19 ) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციები ტრანსპორტის სფეროში წარმოდგენილია წინამდებარე ცირკულარის დანართის სახით.

სააგენტოს 2020 წლის 16 მარტის N12 ცირკულარი რჩება ძალაში და მოქმედებს წინამდებარე ცირკულართან ერთად. აქვე, საქართველოს ყველა ნავსადგურის ხელმძღვანელობას მოეთხოვება დამტკიცებული წესების დაცვა სამუშაო ადგილზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის N1 დეკრეტის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მე-8 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია დეკრეტის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება N181-ის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა:

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გაეცანით ზოგად რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით.