მთავარი > სიახლეები
სიახლეები
სახელმწიფოს დახმარებით კიდევ 19 მეზღვაური გაფრინდა ამსტერდამში გემზე სამუშაოს გასაგრძელებლად
15 მაისი, 2020

 დღეს რამოდენიმე კომპანიაში: “ელ-ვიქტორი”-ში, “კოლუმბია შიფ მენეჯმენტ”- სა და ლატვიის სანაოსნო კომპანიაში დასაქმებული, სულ 19 მეზღვაური გავამგზავრეთ ამსტერდამში სხვადასხვა გემზე როტაციისთვის. დღესვე სამშობლოში დაბრუნდება 4 ქართველი მეზღვაური.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის: საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ჩართულობით ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და გემზე შეცვლის პროცესი გრძელდება.