მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის დისტანციური სადამკვირვებლო აუდიტი
17 მაისი, 2020

მსოფლიოსა და ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, 2020 წლის მაისში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ წარმატებით გაიარა გერმანული კომპანიის TÜV SÜD Management Service GmbH მიერ ჩატარებული დისტანციური სადამკვირვებლო აუდიტი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით.

აუდიტმა სტანდარტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მოიცვა და სრული მოცულობით შემოწმდა სააგენტოში მოქმედი პროცესები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთ-ერთი პირველი საჯარო სამსახურია საქართველოში, სადაც 2012 წელს ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა და წარმატებით გავლილი აუდიტების შედეგად დღეს უკვე ISO 9001:2015 განახლებული სერტიფიკატის მფლობელია. ISO სერტიფიკატი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ სააგენტო ყველა რესურსა და საშუალებას იყენებს, რათა უზრუნველყოს უწყვეტი, სისტემური და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მომსახურებების გაწევა საზღვაო სფეროში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თავისი საქმიანობისა და მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებასთან ერთად ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას საზღვაო ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვისაც, რათა საქართველოს საზღვაო დარგი საერთაშორისო ასპარეზზე გამოირჩეოდეს მაღალი სტანდარტისა და ხარისხის მომსახურებით.

ISO 9001:2015 სერტიფიკატი