მთავარი > სიახლეები
სიახლეები
მეზღვაურის პროფესია "საკვანძო პროფესიად" გამოცხადდა
18 ივნისი, 2020

 საქართველო უზრუნველყოფს მეზღვაურების (მოქალაქეობის მიუხედავად) შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას თავის ტერიტორიაზე!

ამ ეტაპზე გადასასვლად მოსამზადებელ პერიოდში ▫️დამუშავდა სპეციალური წესები მეზღვაურების მიიღება/გაცილების და საკარანტინე სივრცეში გადაყვანისათვის, ▫️მოლაპარაკებების შედეგად უკვე გვაქვს მწვანე კორიდორები“ მეზღვაურებისათვის სხვადასხვა სახელმწიფოებთან. ეკიპაჟის ცვლილების პროცესს ორგანიზებასა და კოორდინაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაუწევს.
უსაფრთხო ჰაბი - ვირუსის მართვის წარმატებული გამოცდილება და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას 
მეზღვაურებისათვის უსაფრთხო ჰაბად აქცევს.

ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

საქართველოში მეზღვაურის პროფესია „საკვანძოდ“ გამოცხადდა. შედეგად, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უფრო მარტივად დაბრუნდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან, როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო.