ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 3 აგვისტოდან ინგლისური ენის შემსწავლელი სპეციალიზირებული, ინტენსიური სასწავლო კურსები დაიწყება გემბანისა და სამანქანე განყოფილების რიგითი შემადგენლობის მეზღვაურებისთვის.
მსურველებს 5 კვირის განმავლობაში ინგლისური ენას სამუშაო გარემოს კონტექსტში შეასწავლიან და საუბრის, წერისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე იმუშავებენ.