მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების საწარმოებლად საკუთარი კატარღა ჰყავს!
17 სექტემბერი, 2020
თანამედროვე, სრულიად აღჭურვილი საზღვაო-სამაშველო კატარღა „HERMAN OKKEN“ გერმანიის საზღვაო სამაშველო სამსახურმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჩუქრად გადასცა. ▫️ დღეს ამავე სამსახურის სუპერ ინტენდანტმა კარლ იოჰანეს გიონერმა კატარღის დეკონსერვაცია და ტექნიკურად მუშა მდგომარეობაში გადაიყვანა განახორციელა.
 ჩვენი საზღვაო სამაშველო შესაძლებლობები დღითი დღე იზრდება:
▫️ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის სრულ ტექნიკურ განახლებაში;
▫️ 2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1-ად შეიქმნა გემების ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის ეროვნული ქსელი (AIS);
▫️ 2018 საქართველო\აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის 1-ლი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის სისტემას (LRIT CDC) შეუერთდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებით სარგებლობს;
▫️ უკვე გვყავს საზღვაო-სამაშველო კატარღაც!
 არსებული ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის, ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო საზღვაო სივრცეში.