მთავარი > სიახლეები
სიახლეები
თამარ იოსელიანი - ❝ დღეს, ჩვენ, ყველა ერთად ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. ქალაქ ფოთში საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა! ❞
28 ოქტომბერი, 2020
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას სასწავლებლის შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა:
“სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს.
ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოში პირველად შევძელით სრულად აღჭურვილი მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადების თანამედროვე სიმულატორის გახსნა.