მთავარი > სიახლეები
სიახლეები
20210 წლის 1-ლი მარტიდან „იახტების უსაფრთხოების წესები და ტექნიკური სტანდარტები“ (Yacht Code) ძალაში შევა
08 დეკემბერი, 2020

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაასრულა იახტების უსაფრხოების წესებისა და ტექნიკური სტანდარტების შემუშავება.  იახტა, რომელიც დარეგისტრირდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში და მოიპოვებს ქართული დროშის ქვეშ ნაოსნობის უფლებას, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ტექნიკურ სტანდარტს.

საქართველოს ამ ტიპის დოკუმენტი პირველად ექნება და დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • იახტების უსაფრთხოება, უშიშროება და გარემოს დაცვა;
  • სერტიფიცირების საერთაშორისო და ეროვნული მოთხოვნები;
  • შემოწმების სტანდარტი (Surveys);
  • მდგრადობასა და კონტრუქციასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  • სამაშველო აღჭურვილობებისა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მოთხოვნები და სხვა.