მკითხველი აქ იპოვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას საქართველოს ისტორიის, კულტურის, სახელმწიფო წყობილებისა, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ.
ცალკე თავი ეთმობა ქვეყანაში ტრანსპორტის დარგის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება კი - საზღვაო სფეროზეა გამახვილებული.
გამოცემა მკითხველს საქართველოს საგადასახადო სისტემას და 2020 წლის ოქტომბერში საერთაშორისო საზღვაო ბიზნესებისათვის დადგენილი შეღავათებს აცნობს.
საზღვაო ბიზნესისთვის ასევე საინტერესო უნდა იყოს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი და სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსები საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის თვალსაზრისით.
საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქართველ მეზღვაურთა დასაქმების მიმართულებით არსებულ წარმატებულ გამოცდილებას.
2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით ქართველი მეზღვაურების 5 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს შორის 2 ბერძნული კომპანიაა. 1-ლ ადგილს ELVICTOR იკავებს, მე-4 ადგილს კი - QWEENSWAY.
ბერძნულ კომპანიების თავისი წვლილი შეაქვთ ქართველი კადეტების დასაქმებასა და შემდგომ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. თუ სტატისტიკას გადავხედავთ 2016 წლიდან დღემდე ქართველი კადეტების დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ქართველ მეზღვაურთა ტრენინგისა და სერტიფიკაციის სისტემას აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო მოთამაშეთა შორის, რაც აისახება იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც აღიარებენ ქართველი მეზღვაურების სერთიფიკატებს. ქართულ სერტიფიკატებს აღიარებს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, დროშის ყველა მთავარი სახელმწიფო, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სხვები, ნათქვამია ქართული საზღვაო განათლების შეფასებისას. აქვე იპოვით ინფორმაციას ფოთში 27 ოქტომბერს გახსნილი ახალი საზღვაო სასწავლებლის შესახებ.
გამოცემაში განხილულია საპორტე და ლოგისტიკური სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაცია, ლურჯი ეკონომიკა და საზღვაო სექტორთან დაკავშრებული სხვა მნიშვნელოვანი თემები.
საქართველომ ბოლო პერიოდში ხელშესახებ პროგრესს მიაღწია საზღვაო სფეროში და ეს თვალსაჩინოა მსოფლიოს საზღვაო სივრცეში. საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ საზღვაო ქვეყანად პოზიციონირება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზღვაო ბიზნესების განვითარებას და ქართული ეკონომიკის მდგრადობის კიდე ერთ მნიშვნელოვან საყრდენს შექმნის.
გამოცემის სრულად სანახავად მიყევით ბმულს: https://libertypress.gr/maritime-economies-georgia/