მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა “მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესი”.
26 იანვარი, 2021
ამ წესის თანახმად საქართველოში არსებული ყველა ტიპის დოკი უნდა იყოს სერტიფიცირებული, აღიარებული ორგანიზაციის, ან სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ტექნიკურ სტანდარტს.
დოკუმენტით დარეგულირდება:
  • შემოწმების სტანდარტი (Surveys);
  • დოკების ტექნიკური ექსპლუატაცია;
  • მექანიზმების, დანადგარების, მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია;
  • დოკში სამუშაო პირობები;
  • დოკმაისტერის უფლებები, მოვალეობები და კვალიფიკაციის მოთხოვნები;
  • დოკში უსაფრთხოების, უშიშროების, სანიტარული, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა და სხვ.
 ნორმატიული აქტი სიახლეს წარმოადგენს ქართული საზღვაო სფეროსთვის, ვინაიდან მსგავსი საკითხების მარეგულირებელი დოკუმენტი პირველად იქნა დამტკიცებული.