მთავარი > სიახლეები
სიახლეები
თამარ იოსელიანი - „ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოში აღიარებენ“
10 დეკემბერი, 2021
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის „მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
 -„დღეიდან ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ტანკერების მართვაში სპეციალიზდება“, - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი.
საუდის არაბეთის სამეფოს დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეზღვაურებს. 	</div>
	<iframe src=