მთავარი > სიახლეები
სიახლეები
დამსაქმებელთა ფორუმი
15 დეკემბერი, 2016

 

2016 წლის 15 დეკემბერს ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა დამსაქმებელთა ფორუმი ‘’პარტნიორობა უკეთესი დასაქმებისათვის’’ , რომლის მიზანს წარმოადგენდა კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება.
ფორუმს ესწრებოდნენ, საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრები, ს რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და სიტყვით მიმართა სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალძემ, რომელმაც ისაუბრა საზღვაო სფეროში გატარებულ რეფორმებზე და მიღვეულ შედეგებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი კადეტების დასაქმების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე და მოუწოდა საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებს უფრო აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აღნიშნულ ფორუმს ყოველწლიურად გამართავს.