მთავარი > სიახლეები
სიახლეები
2016 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმატების წელი
30 დეკემბერი, 2016

 

2016 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმატების წელი!

⏺2011 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შემდეგ, 2016 წელს სააგენტომ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილებები და ღონისძიებები განახორციელა, რამაც უფრო მეტად ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარებას და მის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით.

2016 წელს სააგენტოს მიერ გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები‼️

⏺გემების რეგისტრაციის სახელმწიფო რეესტრი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით შექმნა და ექსპლუატაციაში მიიღო საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი, რის შედეგადაც საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობები გაუმჯობესდება. ამ სერვისის საშუალებით სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებს, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების პირველადი (დროებითი) რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში მსოფლიოს ნებისმიერი წეტილიდან.
აღნიშნული ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვით ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, ამასთან გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება. რეესტრი ოფიციალურად 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

⏺საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი შეიქმნა (VESSEL TRAFFIC SERVICE – VTS)
VTS სამსახურის შექმნა ხელს უწყობს როგორც, ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლებას და გემების მოძრაობის ეფექტურობის გაზრდას, ასევე გარემოს დაცვას ნავთობის ავარიული დაღვრისა და დაბინძურებისაგან. VTS ცენტრით მომსახურებით სარგებლობა გემის ეკიპაჟს უმარიტივებს ნაოსნობაში მუშაობის სირთულეებს და ამცირებს ადამიანური ფაქტორებით გამოწვეულ შეცდომებს. გემების მოძრაობის მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემის დანერგვა საქართველოს პირველად მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში (SafeSeaNet).

⏺POSIDONIA 2016 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველო 2016 წლის 6-10 ივნისს ქ. ათენში, მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა “POSIDONIA 2016’’ -ზე მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები .
POSIDONIA 2116 -ზე პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს საზღვაო დროშას, საქართველოში არსებულ სერვისებს და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოტენციალს.
გამოფენის ფარგლებში დამყარდა კონტაქტები და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით გაიმართა არაერთი შეხვედრა გემთმფლობელებთან, აგენტებთან, საკრუინგო კომპანიებთან საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან, მსხვილ საზღვაო კომპანიებთან და სხვ.

⏺GIMF2016 – საქართველოს საერთაშორისო საზღვო ფორუმი 12 -16 სექტემბერს ქ.ბათუმში საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა პირველი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი. აღნიშნული ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - გენერალური მდივანი, მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სანაპირო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები და საზღვაო სფეროს ბიზნეს წარმომადგენლები.
GIMF-ის ფარგლებში ხელი მოეწერა მთავობათა შორის ხელშეკრულებებს საქართველო - მალტასა, საქართველო - უკრაინას შორის. გაფორმდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი. შედგა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრეზენტაცია.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანფა GIMF2016 ერთ -ერთყველაზე წარმატებულ ფორუმად აღიარა მსგავს ფორუმებს შორის. GIMF ტრადიციად იქცა და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

⏺2016 წელს დასრულდა სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა - ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება ულტრათანამედროვე ტექნიკური რადიოსაშუალებებით აღჭურვილი საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო მართვის ცენტრი, რომელთანაც ინტეგრირებული იქნება საქართველოს ყველა ნავსადგურში მოქმედი გემების მოძრაობის მომსახურების სისტემები. ასევე, ახალი ადმინისტრაციული შენობა კომფორტულ გარემოს შექმნის და სააგენტოს საშუალებას მისცემს ბევრად უფრო ხარისხიანად, სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს მეზღვაურებს, გემთბლობელებს და საზღვაო დარგის წარმომადგენლებს.
სააგენტო ახალ ადმინისტრაციულ შენობაში 2017 წლის გაზაფხულზე გადავა.

⏺სააგენტომ გააფორმა მემორანდუმები მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შესახებ პოლონეთის, იტალიის, ირანის, გიბრალტარის სახელმწიფოებთან, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს და გაზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების პოტენციალს.

⏺2016 წელს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების თანახმად სააგენტოში საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანიზაციის (TUV SUD) მიერ გარე სადამკვირვებლო აუდიტი წარმატებით გაიარა აუდიტი მიზნად ისახავდა სააგენტოში დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის შემოწმებას.

⏺სააგენტომ გამართა არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება უცხოური საზღვაო კომპანიების წარმომადგენლებთან, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას და 2017 წლისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს და ღონისძიებას გეგმავს საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარების მიზნით.