მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი ამოქმედდა
01 თებერვალი, 2017

პირველად საქართველოს საზღვაო ისტორიაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. 

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და  სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი  თანამშრომლობით 2017 წლის 1 თებერვალს ამოქმედდა.

აღნიშნული ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვით მივიღებთ სრულიად ახალი ტიპის, საერთაშორისო დონის გემების სახელმწიფო რეესტრს, რომლის საშუალებითაც  საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც გემების ავტომატიზირებული ელექტრონული  რეესტრი ექნება

რეესტრის მეშვეობით:

Ø  ხელმისაწვდომი გახდება  ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე;

Ø   გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება;

Ø  დაინერგებაელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობების დამოწმება (ონლაინ ვერიფიკაცია) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც შეამცირებს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმებს (www.mta.gov.ge);

Ø  საქართველოს საზღვაო დროშა საერთაშორისო დონეზე გახდება უფრო კონკურენტუნარიანი;

Ø  სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებ შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების პირველადი (დროებითი) რეგისტრაციის მოწმობების გაცემა მსოფლიოს ნებისმიერი წეტილიდან.