მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ვიზიტი საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციის (ITF) სათაო ოფისში
16 ივნისი, 2017

2017 წლის 16 ივნისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - კაპიტანი მამუკა ახალაძე და საქართველოს ალტერნატიული მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში - ნინო ხარაძე ოფიციალური ვიზიტით ეწვიევნენ საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციის (ITF) სათაო ოფისს. შეხვედრა გაიმართა ფედერაციის საზღვაო კოორდინატორთან - ჟაკლინ სმიტთან და პროექტების ლიდერთან - ქეითი ჰიჯინბოტტომსთან. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ფედერაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საზღვაო სფეროში 2011 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმები და  ასევე  ისაუბრა ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვაზე საერთასორისო ასპარეზზე. სააგენტოს დირექტორმა ფედერაციის ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით საქართველოს მიღწევების შესახებ ეცნობოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ITF-ის ყოველწლიურ გამოცემაში დაიბეჭდოს ვრცელი სტატია საქართველოს საზღვაო სფეროს და ქართველი მეზღვაურების შესახებ, რაზეც ფედერაციამ თანხმობა განაცხადა.

700 მდე გაერთიანებებისაერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების ფედერაცია, წარმოადგენს 150-ზე მეტ ქვეყნის 4.5 მილიონ სატრანსპორტო მუშაკს, რომლებიც საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციის (ITF) წევრები არიან.