მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რიგით 98-ე საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
17 ივნისი, 2017

2017 წლის 7-16 ივნისის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის  რიგით 98-ე საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ხსენებული კომიტეტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ყოველწლიური შეხვედრების ციკლში წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანა და განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის საერთაშორისო კონვენციაში (SOLAS) ცვლილებების შეტანა, საზღვაო უსაფრხოების, უშიშროებისა და ნავიგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

კომიტეტეტის მუშაობის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა კომიტეტს სიტყვით მიმართა ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მხარი დაუჭირა აშშ დელეგაციის მიერ წამოყენებულ საკითხს გემების კიბერ უსაფრთხობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ასევე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის დელეეგაციის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორი ასევე შეხვდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს წარმომადგენლებს საზღვაო სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელვანი საკითხების განსახილველად.