მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ფართო მასშტაბიანი ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2017
30 ივნისი, 2017

2017 წლის 30 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა საზღვაო ფართო მასშტაბიანი ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2017 ბათუმის საზღვაო აკვატორიაში

წვრთნების მთავარი მიზნებია

· ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ორგანიზება ზღვაში;
· ავარიული გემებისათვის დახმარების გაწევა
· დაღვრილი ნავთობის შეკავება და შეგროვება ზღვაში
· სანაპირო ზოლის დაცვა დაღვრილი ნავთობისაგან; 
· ოპერაციის მართვის შტაბების (ავარიულ შემთხვევაზე რეაგირების ცენტრი - საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ნავსადგურის კაპიტანი, საქართველოს სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები და საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები) შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება.

წვრთნებში მონაწილეობდნენ: 
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; 
· აჭარის .. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების სამმართველო; 
· ბათუმის მერია; 
· სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო; 
· საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
· შპს საზღვაო სასწავლო ცენტრი; 
· ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტი; 
· საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; 
· გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო; 
· სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური' 
· შინაგან საქმეთა სამინისტროს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;
· საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის .. საგანგებო მართვის მთავარი სამმართველო, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო; 
· თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო შესაძლებლობების დაგეგმვის განყოფილება; 
· საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური; 
· შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური; 
· საქართველოს მილსადენის კომპანია - BP საქართველო; 
· კონტრაქტორი კომპანია - NRC; 
· კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“;
· შავი ზღვის ყულევის ნავთობ ტერმინალი; 
· შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი; 
· სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
· შპს საქაერონავიგაცია“; 
· შპს ბათუმის აეროპორტი“;
· სს სამედიცინო ცენტრი საზღვაო ჰოსპიტალი“;
· შპს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი.
წვრთნებს კოორდინაციას გაუწია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი. 
წვრთნები ჩატარდა ორ ლოკაციაზე - ზღვაში და ნაპირზე.