მთავარი > სიახლეები
სიახლეები
შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ყოველწლიური ძებნა გადარჩენის მე-14 კონფერენცია
21 სექტემბერი, 2017

შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით  შეთანხმების (Ankara Agreement 1998) მიზნების გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის, ინფორმაციის გაცვლისშავი ზღვის რეგიონში საძიებო სამაშველო სამსახურების ეფექტური, ოპერატიული კოორდინაციის მიზნით, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისათვის უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოსაზღვაო საძიებო-სამაშველო სამსახურმაგაუწია ორგანიზება და მასპინძლობა შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების  ყოველწლიურ ძებნა გადარჩენის მე-14 კონფერენციას . ოდესაში 2017 წლის 20-21 სექტემბერს.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების საზღვაო საძიებო სამაშველო სამსახურების, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

დამკვირვებლების სტატუსით კონფერენციას ესწრებოდნენ  სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ  ძებნა გადარჩენის ღონიძიებებში უკრაინაში.