მთავარი > სიახლეები
სიახლეები
„Hyundai Glovis“-ს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
07 ნოემბერი, 2017

2017 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია „Hyundai Glovis“- შორის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელშეწყობით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები „Hyundai Glovis“-ის  გემებზე  საზღვაო სასწავლო პრაქტიკას  გაივლიან

შეხვედრას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. კორეული მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ „Hyundai Glovis“-ის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი, „Hyundai Glovis Europe”-ის პრეზიდენტი სოჩულ კიმი

"Hyundai Glovis“ ერთ-ერთი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს. კომპანიის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება