მთავარი > მეზღვაურები > მეზღვაურის წიგნაკი
მეზღვაურის წიგნაკი

პროცედურების ჩამონათვალი მეზღვაურის წიგნაკის ასაღებად

 

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3სმ x 4სმ თეთრ, ან ცისფერ ერთგვაროვან ფონზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული, რომელიც მოიცავს პირის სახეს ნიკაპიდან თხემამდე. სათვალეებისა და თავსაბურავის გარეშე;
არსებული კომპეტენციის ან კომპეტენციის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატის (სამუშაო დიპლომის) ასლი - გარდა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტებისა და გემის დამხმარე პერსონალის წევრებისა;
ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ცნობა, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თვალის ფერის, სიმაღლისა და განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნების შესახებ;
სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
სტუდენტთათვის : საქართველოს საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა - თუ სტუდენტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე;
ადრე გაცემული მეზღვაურის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებით საქართველოს მოქალაქისთვის:

მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი დედანის წარდგენით - ფოტოსურათიანი (საპერსონალიზაციო) გვერდის ასლი;
სუპერინტენდანტთათვის: საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა - თუ პირმა უნდა შეასრულოს სამსახურეობრივი მოვალეობა ამ კომპანიის გემზე;
დამატებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში სწავლობენ და დასაქმებულნი არიან საქართველოს დროშით მცურავ გემებზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლი - ფოტოსურათიანი (საპერსონალიზაციო) გვერდის ასლი;
ბინადრობის მოწმობის, ან სასწავლო ვიზის წარდგენა - თუ პიროვნება სწავლობს ან/და ცხოვრობს საქართველოში.
გემის პერსონალის წევრებისთვის:
გემის პერსონალის წევრებისთვის სავალდებულო კვალიფიკაციის სერტიფიკატები - "მეზღვაურის წიგნაკის ფორმის დამზადების, გაცემისა და გამოყენების" წესის მიხედვით.
გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მოთხოვნის წერილი და ხელშეკრულების ასლი ორიგინალის წარდგენით.