მთავარი > ძებნა - გადარჩენა > გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრი
გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრი

VTMISC მომსახურების გეოგრაფიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიული ზღვა და ნავსადგურების აკვატორიები. VTMISC მომსახურების გეოგრაფიული ზონა დაყოფილია სამ VTS სექტორად - ბათუმის, ფოთის და ყულევის VTS  სექტორებად. თითეულ  სექტორს ემსახურება VTS ქვეცენტრი.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) დადგენილი წესისა და  SOLAS IV თავის პროცედურების  შესაბამისად  VTS-სა  და გემებს  შორის  რადიოკავშირი  წარმოებს  მინიჭებულ  სიხშირეებზე.  გემებთან კომუნიკაციისათვის გამოიყენება ინგლისური და ქართული ენა.

 

გემის  ოპერატორი,  აგენტი  ან  კაპიტანი  ვალდებულია  საქართველოს  ნებისმიერ  საზღვაო  ნავსადგურში შემოსვლის წინ გმმსსც-ის ფუნქციონირების წესებით განსაზღვრული ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს:

ა) მინიმუმ 24 საათით ადრე ნავსადგურში შესვლამდე ან

ბ)  თუ  გემის  გამოსვლის  ნავსადგურიდან  საქართველოს  ნავსადგურამდე  დარჩენილია  24 საათზე ნაკლები, პირველივე შესაძლებლობისთანავე ან;

გ)  თუ  წინასწარ  უცნობია  ჩასვლის ნავსადგური ან შეიცვალა უშუალოდ  მოძრაობის პერიოდში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე.

მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალი:

ა) გემის საიდენტიფიკაციო საშუალებები (დასახელება, სახმობი, IMO ნომერი ან MMSI ნომერი).

ბ) დანიშნულების ნავსადგური.

გ)მოსვლის სავარაუდო დრო დანიშნულების ნავსადგურში ან ლოცმანის ასვლის წერტილი, კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად და ნავსადგურიდან გასვლის სავარაუდო დრო.

დ) გემბანზე პირების რაოდენობა.

გემის ოპერატორი, აგენტი ან კაპიტანი, მიუხედავად გემის ზომისა, საშიში ან დამაბინძურებელი ტვირთის გადატანისას, ვალდებულია საქართველოს ნავსადგურიდან გემის გასვლამდე შეატყობინოს სააგენტოს გმმსსც წესებით  გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) საშიში და მომწამვლელი ტვირთის ტექნიკურად სწორი დასახელება, გაეროს ნომრები (UN Numbers) ასეთის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საშიში კლასები IMDG, IBC და IGC კოდექსის შესაბამისად, სადაც შეესაბამება, გემის კლასის განსაზღვა INF კოდექსის შესაბამისად, ასეთი ტვირთის რაოდენობა და მათი მდებარეობა გემზე.  თუ  ტრანსპორტირება ხორციელდება სატვირთო სატრანსპორტი ერთეულებით გარდა ავზებისა, შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი.

ბ) დამტკიცებული დეკლარაციის ჩამონათვალი და შესაბამისი ჩამოტვირთვის გეგმა საშიში და დამაბინძურებელი ტვირთებისათვის და  ადგილმდებარეობა გემზე.

გ) მისამართი ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

VTMISC და VTS ტექნიკური შემადგენლობა:

 

2017 წელს იგეგმება გმმსსც-ის სრული მოდერნიზაცია, გათვალისწინებულია შემდეგი ტექნიკური აღჭურვილობის დანერგვა:

VTMISC:

1.  მთავარი პროცესორი და სერვერი;

2. VHF/DSC რადიო სადგური, ხმის ჩამწერი მოწყობილობით;

3. VTMISC დისტანციური იტერფეისი (რადარის, AIS-ის და სხვა მონაცემების მიმღები ბათუმის VTS-დან);

4. VTMIS დისტანციური იტერფეისი (რადარის, AIS-ის და სხვა მონაცემების მიმღები ფოთის VTS-დან);

5. VTMIS დისტანციური იტერფეისი (რადარის, AIS-ის და სხვა მონაცემების მიმღები ყულევის VTS-დან).

VTS:

1. X - დიაპაზონის რადარი;

2 . სახმელეთო AIS სადგური:

3 .ნავიგაციური ვექტორული რუკები;

4. VHF/DSC რადიო სადგური, ხმის ჩამწერი მოწყობილობით;

5. CCTV ვიდეო კამერა;

6. VTS მთავარი პროცესორი და სერვერი;

7. VTS დისტანციური იტერფეისი (რადარის, AIS-ის და სხვა მონაცემების გადაცემა VTMISC-ში);

8. ექსპორტსერვერი (რადარის, AIS-ის და სხვა მონაცემების გადაცემა VTMISC-ში).