მთავარი > > GEODELTA 2011
GEODELTA 2011

შავი ზღვის გარემოს დაცვის უსაფრთხოების ასპექტების საკონსულტაციო ჯგუფის, შავი ზღვის კომისიის მუდმივმოქმედი კომისიის მე -18 შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში ჩატარდებოდა - მესამე შავი ზღვის ოპერაციული რეგიონალური  წვრთნა - GEODELTA 2011.

წვრთნა - GEODELTA 2011ატარდა ეროვნული კანონმდებლობის, შავი ზღვის კომისიის მუდმივმოქმედი კომისიის სპეციალური დებულებების, საპილოტო პროექტი MONINFO-ს და ნავთობის დაღვრაზე წვრთნების  სახელმძღვანელოს ფარგლებში, როგორც MONINFO-ს შავი ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების გეგმის ახალი დანართი.

შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყანა მონაწილეობდა წვრთნაში, რომელსაც კოორდინაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და  საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურები მჭიდრო თანამშრომლობით შავი ზღვის კომისიის მუდმივმოქმედ სამდივნოსთან ერთად. შავი ზღვის ქვეყნები - თურქეთი (სანაპირო უსაფრთხოების სამაშველო ბუქსირი “GEMI KURTARAN”; ზღვის გარემოს დაცვის სამსახურები MEKE LTD, MARE LTD, SEAGULL LTD); თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა “TCSG-95”, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა; საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO)  წარმომადგენლები; ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) (სპეციალიზირებული გემი “GSP ORION”).

წვრთნის მიმდინარეობა და დასრულება

2011 წლის 15 სექტემბერს 11:00 საათზე ადგილობრივი დროით მოხდა საზღვაო ავარია - ბათუმის ნავსადგურის ნავთობ ტერმინალიდან გამოსული აზერბაიჯანული ნედლი ნავთობით დატვირთულ ტანკერ „NORD WIND”-, რომელიც ნაპირიდან 4.8 საზღვაო მილით იყო დაცილებული და მიმართებოდა კურსით 354°, კოორდინატებში 41° 45’ N  ; 041° 36’ E  შეეჯახა კონტეინერმზიდ “ANNA MARIA”-ს, რომელიც მიემართდებოდა კურსით 174° ბათუმის მიმართულებით.

 

შეჯახების შედეგად ტანკერ „NORD WIND”-დან იღვრება ნედლი ნავთობი, ქარის და დინების მიმართულება არის ნაპირისაკენ, რაოდენობა დგინდება, კონტეინერმზიდ “ANNA MARIA“-ას ეკიპაჟის 1 წევრი გადავარდა წყალში, ხოლო რამოდენიმე ეკიპაჟის წევრმა მიიღო დაზიანება. ორივე გემიდან საქართველოს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრმა ქ. ბათუმში მიიღო უბედურების შესახებ სიგნალი, როგორც VHF 16 არხზე, ასევე VHF DSC 70 არხზე.  

ყველა ასპექტი, რომელიც დაკავშირებული იყო ძებნა-გადარჩენის და ნავთობის დაღვრაზე რეაგირებასთან დაიგეგმა სსსც-ს მიერ. ეროვნული საველე კოორდინატორი ოპერაციების განსაცხორციელებლად ზღვაზე და ნაპირზე ნიშნავს ადგილობრივ საველე კოორდინატორებს. საქართველოს სანაპირო დაცვის ჩქაროსნული კატარღები ნომინირებულია ძებნა-გადარჩენის ოპერაციების შესასრულებლად. ასევე სიტუაციის შეფასებისათვის გაიგზავნა დაღვრის რაიონში შვეულმფრენი.

იმის გარკვევის შემდეგ, რომ ზღვაში ჩაიღვარა 250 ტონამდე ნედლი ნავთობი, რაც შესაბამება მე-3 დონის ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციას და არსებობს იმის გარდაუვალი საშიშროება, რომ დაღვრილი ნედლი ნავთობი მიაღწევს სანაპირო ზოლამდე, მდინარე „ჩაქვის წყალის“ ზღვასთან შესართავის მიდამოებში ჩამოყალიბდა ექვსი სამუშაო ჯგუფი:

          გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და არეალის მონიტორინგის ჯგუფი;

          ლოგისტიკის და მოქმედებათა დაგეგმვის ჯგუფი;

          ფინანსური/შესყიდვების/ნებართვების ჯგუფი;

          კომუნიკაციების ჯგუფი;

          პრეტენზიების და კომპენსაციების ჯგუფი;

          საზოგადოებასთან  ურთიერთობის ჯგუფი.

კომპეტენტური ეროვნული უწყების გადაწყვეტილებით - მხოლოდ ნაციონალური რესურსებით ნავთობის დაღვრის ლიკვიდაცია შეუძლებელია, აუცილებელია შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების და ევროპის ზღვაზე უსაფრთხოების სააგენტოს დახმარება (EMSA),  ძალაში უნდა  შევიდეს შავი ზღვის საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა.

დაღვრის რაიონში დამატებით გაიგზავნა: ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) სპეციალიზირებული გემი “GSP ORION” და თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების  ბუქსირი “GEMI KURTARAN”.

ავარიული დაღვრის რაიონში, დაღვრის ლიკვიდაციის ოპერაციების უსაფრთხოებისა და უშიშროების მიზნით გაიგზავნა ბათუმის სარეიდო ნავმისადგომზე მდგომი თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა “TCSG-95”.

შემდეგი ინფორმაცია დამუდამუშავდა სხვადასხვა ინფორმაციული სისტემებით.

 

ზღვის დინების მიმართულების/სიჩქარის განსაზღვრა და დაღვრის მოდელირება დაღვრილი ნავთობის გადაადგილების გაანგარიშებისა და მოდელირების სისტემის - Black SeaTrackWeb გამოყენებით