მთავარი > გემები > ზოგადი ინფორმაცია
ზოგადი ინფორმაცია

 

2.1. 100 რეგისტრული ტონა და მეტი საერთო ტევადობის  გემი და მოტორიანი იახტები

2.1.1. გემის პირველადი/დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:

  • განაცხადი გემის რეგისტრაციისათვის;
  • განცხადების ფორმა გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის;
  • რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების
  • დამადასტურებელი საბუთი;
  • გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ასლი;
  • აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა, რომ სარეგისტრაციო გემი აყვანილია ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ ;
  • წინა დროშის რეგისტრაციის ნაოსნობის უფლების მოწმობის ასლი;
  • გემთმფლობელის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეესტრში გემის მუდმივი რეგისტრაციის თარიღიდან, გემის რეგისტრაცია წაიშლება/შეჩერდება წინა რეგისტრაციის ქვეყნის გემების შესაბამის რეესტრში;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;

საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;  
გადახდის ქვითარი

დროებითი მოწმობა გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით ზემოთ  წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე 1 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია. 


2.1.2. გემის მუდმივი რეგისტრაციისათვის სავალდებულოა შემდეგი საბუთების წარდგენა:

  • მუდმივი რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები
  • განაცხადი გემის რეგისტრაციისათვის (დედანი)
  • განცხადების ფორმა გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის (დედანი)
  • რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (დედანი)
  • გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ორიგინალი
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობების/სერტიფიკატების ასლები;
  • გემის 2 ფოტოსურათი, მისი წინა და გვერდითი ხედებით, ისე, რომ ჩანდეს გემის სახელი და მიწერის ნავსადგური
  • გემის დაზღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი
  • უცხო ქვეყნის გემების ბოლო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების დამადასტურებელი საბუთი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;
  • სააგენტოს მიერ აღიარებული გემის შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გემის ინსპექტირების პატაკი
  • გემის უწყვეტი ისტორიის ასლი
  • საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;
    გადახდის ქვითარი


2.2. 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემი:

100  ტონა და მასზე  ნაკლები საერთო ტევადობის  გემის  სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისას  გაიცემა „გემის სარეგისტრაციო მოწმობა".

პირველადი რეგისტრაციის დროს 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის მცურავ საშუალებას მიენიჭება პირველადი სარეგისტრაციო ნომერი, რათა მოხდეს მისი შემოწმება აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ პირველადი სარეგისტრაციო ნომრის  გათვალისწინებით. 

 

  • შევსებული განცხადების ფორმა
  • მცურავი საშუალების ფერადი ფოტოსურათი
  • მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ხელწერილში მოხსენიებული პიროვნებების პირადობის მოწმობის ასლები;
  • საკუთრების დამადასტურებელი საბუთი (ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ან ნასყიდობის ინვოისი ან მინდობილობა);
  • საკუთრების დამადასტურებელი საბუთის არ არსებობის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი;
  • მუდმივი რეგისტრაციისათვის ან რეგისტრაციის განახლებისათვის საჭირო საბუთები:
  • სარეგისტრაციო მოწმობა ან/და ძველი გემის ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკუთრების დამადასტურებელი საბუთი (ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ან ნასყიდობის ინვოისი ან მინდობილობა);
  • მცურავი საშუალების ფერადი ფოტო;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  • თუ განმცხადებელი ორგანიზაციაა - წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი; დასაბუთი, სადაც მითითებული იქნება, რომ მცურავი საშუალებირიცხება ამ ორგანიზაციის ბალანსზე;
  • აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გაცემული მცურავი საშუალების ტექნიკური გამართულობის ცნობა;
  • წინა რეესტრიდან მოხსნის საბუთი (მსგავსის არსებობის შემთხვევაში);
    სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი;
  • განცხადება რეგისტრაციის თაობაზე.