მთავარი > ჩვენს შესახებ > მიზნები და ამოცანები
მიზნები და ამოცანები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ საზღვაო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო სფეროს ორგანიზაციული და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ დანერგვას ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, დარგის ტექნიკური რეგულირების მიზნებისათვის.

სააგენტოს ფუნქციებია:

  • მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა
  • ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაცია  
  • ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაცია
  • საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საზღვაო ტრანსპორტის დარგში მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება და საკანონმდებლო უზრუნველყოფა