ISO 9001:2015

2018 წლიდან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს გერმანული კომპანია “TUV  SUD”-ის მიერ მინიჭებული ISO 9001:2015  სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით და იზრუნებს მოცემული სერტიფიკატის შენარჩუნებისთვის.

 საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სავალდებულო ინსტრუმენტების (საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, 1974 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, რეგულაცია I/8) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა საზღვაო ადმინისტრაციებში, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციების ეფექტური მართვისა და რისკების სწორი ანალიზისთვის.

აღნიშნულის მისაღწევად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იყო ერთ-ერთი პირველი საჯარო სამსახური, რომელმაც 2012 წელს დანერგა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის მართვის სისტემა და 2018 წელს ISO 9001:2015 სტანდარტის განახლებული ვერსიის დანერგვით ასევე, შეინარჩუნა ლიდერული პოზიცია, რომელიც დასტურდება სააგენტოს მიერ  2018 წლის  24-26  აპრილს  წარმატებით გავლილი რესერტიფიცირების აუდიტით, ISO  9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით.

სტანდარტის განახლებული ვერსია საკმაოდ განსხვავდება ძველი ვერსიისგან და ორგანიზაციისთვის რიგ უპირატესობას იძლევა:

- წარმოადგენს რისკებზე ორიენტირებული ხედვის მქონე პრინციპებს;

- იძლევა საქმიანობის უკეთ გაანალიზების საშუალებას და ანალიზის საფუძველზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას;

- ნაკლებად ბიუროკრატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებისა და უფრო მეტად სისტემის შედეგიანობასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა;

- საბოლოოდ,  ორგანიზაციის  საქმიანობის  გაუმჯობესებას, რაც იძლევა კონკურენტუნარიანობის უპირატესობას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ყოველწლიურად ტარდება გარე სადამკვირვებლო აუდიტი სასერტიფიკაციო ორგანიზაციის მიერ, რათა დადასტურდეს დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან

 

სერტიფიკატი ISO 9001:2015