- ღია რეესტრი
- ნებისმიერი ტიპის გემის დარეგისტრირება, გარდა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მფლობელობაში არსებული მცურავი საშუალებები;
- გემზე არსებული საშტატო მცურავი ობიექტი, რომლის გარეშეც გემის ნაოსნობა აკრძალულია
- იცავს გემთმფლობელის ინტერესებს;
- სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება გემი, რომლის ასაკი 40 და მეტი წლისაა
დასარეგისტრირებელი გემი გადის წინა სარეგისტრაციო ინსპექტირებას თუ :
- გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;
- გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;
- იმყოფება საქართველოს მიერ არ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ და რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;
- თუ გემს, ბოლო 24 თვის განმავლობაში, განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო ინციდენტი ან უბედური შემთხვევა;
- იცვლის დროშას რომელიმე ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან;
20 ან მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით.
გემის დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები (არაუმეტეს 6თვიანი ვადა):
- რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი;
- გემის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ასლი) ან ბერბოუტ ჩარტერის შემთხვევაში ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულება.
- აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით / რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა, რომ სარეგისტრაციო გემი აყვანილია ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ ;
- წინა დროშის რეგისტრაციის ნაოსნობის უფლების მოწმობის ასლი;
- გემთმფლობელის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეესტრში გემის მუდმივი რეგისტრაციის თარიღიდან, გემის რეგისტრაცია წაიშლება/შეჩერდება წინა რეგისტრაციის ქვეყნის გემების შესაბამის რეესტრში;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;
- საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;
დროებითი მოწმობა გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით ზემოთ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე 1 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.
მუდმივი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუემნტაცია.
მუდმივი რეგისტრაცია - რეგისტრაციის განაცხადისა და თანდართული სარეგისტრაციო საბუთების დედანის არ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის წარმოდგენით. მუდმივი რეგისტრაცია დასტურდება ყოველწლიური დამოწმებით.
- რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი;
- გემის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ან ბერბოუტ ჩარტერის შემთხვევაში ბერბოუტ ჩარტერის ხელშეკრულება.
- აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები
- წინა დროშის რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;
- საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი - საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;
- გემის დაზღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყნის გემების ბოლო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების დამადასტურებელი საბუთი;
- სააგენტოს მიერ აღიარებული გემის შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გემის ინსპექტირების პატაკი;
- გემის უწყვეტი ისტორიის (Continuous Synopsis Record) - ასლი.სარეგისტრაციო მოსაკრებელისა და რეგისტრაციის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება;
100 GT and less Yacht Registration (ცალკე მოდული) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგ. ტონაზე ნაკლები იახტები და კატარღები
- მარტივი სარეგისტრაციო პროცედურა აღიარებული აგენტების მეშვეობით;
- აღიარებული სურვეიერის რეპორტი/ საკლასიფიკაციო სერტიფიკატები
- არ ექვემდებარება ყოველწლიური ინსპექტირებას;
- არ ექვემდებარება სიხშირის გადასახადს;
- გემის რეიგსტრაციის მოწმობა გაიცემა 1 და 5 წლის მოქმედების ვადით გემთმფლობელის სურვილისამებრ;
- 24/7
სარეგისტრაციო ღირებულება
ყოველწლიური მოსაკრებელი (ტონაჟი)