მთავარი > ნავთობის დაღვრაზე რეაგირება
ნავთობის დაღვრაზე რეაგირება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ წარმოადგენს კომპეტენტურ ეროვნულ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საზღვაო საძიებო-სამაშველო რაიონში ნავთობის ავარიული დაღვრის რეაგირების ორგანიზებაზე და კოორდინაციაზე ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის  მოთხოვნების შესაბამისად.

გეგმის ფარგლებში სააგენტოს სსსც ორგანიზაცია, რომელსაც აკისრია ზღვის დაბინძურებასთან ბრძოლის ოპერაციული პასუხისმგებლობა  პორტებში და ტერმინალებში არსებული ყველა საშუალების, აღჭურვილობის, დანადგარისა და რესურსის გამოყენებითეროვნულ საველე კოორდინატორს წარმოადგენს სსსც-ს უფროსი, რომელიც ასრულებს საქართველოს ეროვნულ საველე კოორდინატორის ფუნქციებს საერთაშორისო ნავთობის დაღვრის შემთხვევებში.

ნავთობის დაღვრაზე რეაგირების გეგმა აქტიურება შემდედი თანმიმდევრობთ:

1-ლი საფეხურის დაღვრაში იგულისხმება მცირე დაღვრები, რომლებთანაც გამკლავება შეუძლია ინდივიდუალურ ობიექტს/ ორგანიზაციას, ნავთობის ტერმინალის ან ნავსადგურის ადმინისტრაციას. დაღვრის ხასიათი და ინციდენტის უბნის გარემო პირობების გათვალისწინებით მოხდება რეაგირების ფაქტიური დონის დადგენა.

მე-2 საფეხურის დაღვრა ეხება მზადყოფნას და რეაგირებას ნავთობის ისეთი მასშტაბის დაღვრაზე, რომლის დროსაც საჭირო ხდება აღჭურვილობისა და პერსონალის მობილიზება ერთზე მეტი წყაროდან და ამ პროცესის კოორდინირება. მე-2 საფეხურის რეაგირებისას მხარდაჭერის მიღება შესაძლოა საჭირო გახდეს ნავსადგურის არეალში განლაგებული სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ან უშუალო გეორაგრაფიული არეალის გარე წყაროებიდან. მე-2 საფეხური მოიცავს ნავთობის დაღვრის სხვადასხვა მასშტაბებს და სხვადასხვა პოტენციურ სცენარებს.

მე-3 საფეხურის დაღვრა ეხება განსაკუთრებით დიდი მასშტაბის დაღვრას, რომელიც მოითხოვს ყველა ხელმისაწვდომი ეროვნული რესურსის მობილიზებას და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, რეგიონალური და საერთაშორისო სისტემების ჩართვას.

 

გემებიდან ნავთობის დაღვრის შემთხვევაში ეროვნული საველე კოორდინატორს შეუძლია დაუკავშირდეს გემის მეპატრონეს და მის P&I კლუბს, რათა მიიღოს დაბინძურებით გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებულ წმენდის ღონისძიებებზე ფინანსური ინფორმაციის შესახებ კონსულტაცია, ასევე მიიღოს იურიდიული კონსულტაციები.

საქართველო შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის მუდმივ მოქმედი კომისიის აქტიური წევრია - BS ESAS AG. ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) დისტანციური ზონდირების უზრუნველყოფის უნიკალური ტექნოლოგია სისტემა CleanSeaNet-ი საშუალებას იძლევა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გამოყენებით გამოვლინდეს ზღვის გარემოს პოტენციური დამაბინძურებელი. სისტემა CleanSeaNet-დან მიღებულ შეტყობინებებს 24 საათიან რეჟიმში, საქართველოს საზღვაო საძიებო-სამაშველო რაიონში მონიტორინგს უწევს სსსც 2010 წლიდან.