STCW სერტიფიკატები
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:
· ფოტოსურათები - იუსტიციის სახლის ფოტო ჯიხურიდან თეთრ ან ცისფერ ერთგვაროვან ფონზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული სურათი, რომელიც მოიცავს პირის სახეს ნიკაპიდან თხემამდე, სათვალეებისა და თავსაბურავის გარეშე. (ფოტოსურათების რაოდენობა უნდა იყოს გასაცემი სერთიფიკატების რიცხვზე ერთით მეტი);
· ინდივიდუალური მიმართვის ოქმი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებიდან - მიმართვაში აღნიშნული უნდა იყოს გავლილი კურსების დაწყებისა და დასასრულის თარიღები, ინდივიდუალური ოქმის ნომერი;
· მოქმედი სამოქალაქო პასპორტის ასლი დედნის წარდგენით - ფოტოსურათიანი (საპერსონალიზაციო) გვერდის ასლი;
· მეზღვაურის წიგნაკის ასლი დედნის წარდგენით - გაცემული საქართველოს პასუხისმგებელი ორგანოს მიერ;
· არსებული კომპეტენციის/კვალიპიკაციის სერტიფკატის (სამუშაო დიპლომის) ასლი დედნის წარდგენით, ან დამწყებთათვის, განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი დედნის წარდგენით.