მთავარი > ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი
ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი-ნავსადგურის კაპიტანი

საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის - ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით, 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება/სერტიფიცირება და მინიმუმ 12 თვიანი ნაოსნობის გამოცდილება კაპიტნის რანგში.

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახური მოიცავს შემდეგ უწყებებს:

ა) ნავსადგურის კაპიტანი (ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი).

ბ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის მორიგე კაპიტან კოორდინატორები.

ვ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის ოფიცრები (სანავსადგურო კონტროლის სახელმწიფო ინსპექცია).

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურს ევალება  შესაბამის ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ზედამხედველობა და კონტროლი, ნავსადგურში შემავალი/გამავალი გემების  ზედამხედველობა „ნავსადგურის წესების" შესაბამისად; ასევე საქართველოს ნავსადგურების აკვატორიაში შემოსული გემების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი, აგრეთვე  შავი ზღვის ქვეყვების მემორანდუმის რეგულაციების კონტროლი (BS MoU-ს ფარგლებში).

 

შავი ზღვის მემორანდუმთან (BS MoU) თანამშრომლობა

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურების ურთიერთგაგების მემორანდუმი (Black Sea MoU) ხელი მოეწერა 2000 წლის 7 აპრილს ქ. სტამბოლში(თურქეთი). მემორანდუმის შემადგენლობაშია ბულგარეთის, რუმინეთის,  რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და საქართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურები.

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, უცხო ქვეყნით მცურავი გემების ინსპექტირების დროს შესამოწმებელი გემების შერჩევისათვის საქართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურებს დახმარებას უწევს შავი ზღვის მემორანდუმი(BS MoU), კეძოდ აღნიშნული გემის წინა შემოწმების ოქმის სახით, ასვე ყველა იმ დამატებითი კითხვარებით თუ სხვა რაიმე სახის ინფორმაციით.

გემის ინპექტირების შედეგები ყველა მემორანდუმში შემავალი ქვეყნების მიერ იგზავნება შავი ზღის მემორანდუმის სეკრეტარიატში სადაც ხდება ინფორმაციის დამუშავება და სპეციალურ ელექტონულ საიტზე ატვირთვა. აღნიშნული საიტის მეშვეობით  ყველა ნავსადგურის კონტროლის სამსახურები ღებულობს ინფორმაციას შემოწმებული გემებისა და სავარაუდო შესამოწმებელი გემების შესახებ.

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის   ინსპექტორები, ისევე როგორც სხვა მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების სამსახურის ოფიცრები გემების შემოწმების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, გემის ეკიპაჟს, მათი ცხოვრების და მუშაობის პირობებს, გემის საერთო მდგომარეობას, გემისა და ეკიპაჟის დოკუმენტებსა და სერტიფიკატებს და ა.შ..

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ბათუმში, ფოთში, ყულევში აქტიურად მუშაობს  ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურები ნავსადგურის კაპიტნების ხელმძღვანელობით.