მთავარი > ISPS საზღვაო ნავსადგურებში
ISPS საზღვაო ნავსადგურებში

 

საზღვაო გადაზიდვები ერთ - ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. საზღვაო გადაზიდვების ხვედრითი წილი ყველა სხვა სახის გადაზიდვებს შორის ყოველწლიურად იზრდება. არის რამოდენიმე უპირატესობა რის გამოც ტვირთის ზღვით გადაზიდვა უფრო მომგებიანია, მაგ:ტვირთის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადატანა, გადაზიდვის გაცილებით იაფი ტარიფი სხვა ტრანსპორტთან შედარებით. ამავე დროს  გაუმჯობესებული სანავიგაციო სისტემები, ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს უსაფრთხო საზღვაო გადაზიდვებს, რომელიც თავის მხრივ ამცირებს რისკებს და ყოველიე ეს ერთად აღებული მომგებიანს ხდის საზღვაო გადაზიდვებს.

საზღვაო გადაზიდვების  შეუფერხებლად მუშაობისათვის აუცილებელია უსაფრთხო ნავსადგურის არსებობა.

საზღვაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ‘’გემების და ნავსადგურების ობიექტების საერთაშორისო უშიშროება’’ ( ISPS), რის მოთხოვნათა  საფუძველზე შეიმუშავება გემებისა და ნავსადგურების ობიექტების უსაფრთხოების გეგმა.

ნავსადგურის უშიშროების გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საზღვაო ნავსადგურების სარეჟიმო ტერიტორიის უშიშროების შესახებ. უშიშროების გეგმა წარმოადგენს საზღვაო ნავსადგურების პროცედურებს, რომელიც მოიცავს ზოგად წესებს, მოთხოვნებს და ტექნიკურ მახასიათებლებს საზღვაო ნავსადგურის შესახებ. უშიშროების სფეროში მიზნებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს გემების და სანავსადგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსი (International Ship and Port Facility Security Code - ISPS).
გემები და ნავსადგურების ობიექტები წარმოადგენენ სარეჟიმო ზონას, ამ ობიექტებზე დაშვება კონტროლირებადია. 

საზღვაო ნავსადგურის უშიშროების გეგმა შემუშავებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, საწყობების სატვირთო მოედნების, ნავმისადგომის ტერმინალების და საინჟინრო და ჰიდროტექნიკური ნაგებობის უშიშროების რისკის შეფასების გათვალისწინებით. 

გეგმა შეიცავს ყველა სამუშაო პროცედურების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ნავსადგურის მუშაობისათვის, ასევე ნავსადგურში შემომავალი გემების სატვირთო და სხვა ოპერაციების უშიშროებისათვის.
დაცვის გეგმა ემყარება უშიშროების რისკების შეფასებების სისტემას. გეგმა უმჯობესდება და ახლდება ცალკეული სანავსადგურე საშუალებების, ნავსადგურის საქმიანობის და ინფრასტრუქტურის ტერიტორიისა და ფართის ან სხვა ცვლილებების შესაბამისად.